1. ჰოსპიტალის სტრუქტურულ ქვედანაყოფს/ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსს საშტატო განრიგით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომელიც თანამდებობაზე მიიღება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის უფროსის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში ჰოსპიტალის დირექტორის ბრძანებით დანიშნული ჰოსპიტალის სხვა თანამშრომელ