1. ჰოსპიტალის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ჰოსპიტალის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ჰოსპიტალის საქმიანობის კანონიერებასა და საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას.
3. სამინისტრო საჯარო მიზნის განხორციელებისას უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ჰოსპიტალის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
4. ჰოსპიტალის ყოველწლიურ ანგარიშს იხილავს სამინისტრო.
5. ჰოსპიტალმა, სამინისტროს თანხმობით, კანონით გათვალისწინებული წესით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილების მიღება ჰოსპიტალის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ” და ,,გ” ქვეპუნქტების განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობ