მუხლი 1🔗
წინამდებარე კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „ქალთა მიმართ დისკრიმინაცია“ ნიშნავს სქესის ნიშნით ნებისმიერ განსხვავებას, ჩამოშორებას ან შეზღუდვას, რომელიც მიმართულია ან რომლის მიზანია ქალის მიერ, მისი ოჯახური მდგომარეობის მიუხედავად, მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობის შესუსტება ან სრული უარყოფ