მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამის ზომას ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების სხვა სფეროებში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ თანაბარი უფლებები, კერძოდ:

a) საოჯახო სოციალური დახმარების უფლება;

b) საბანკო სესხების, იპოთეკური სესხების  და სხვა ფორმის ფინანსური კრედიტის მიღეების უფლება;

c) რეკრეაციულ აქტივობებში, სპორტულ ღონისძიებებსა და კულტურული ცხოვრების ყველა ასპექტში მონაწილეობის უფლება.