a) ქორწინების თანაბარ უფლებებს;
b) მეუღლის თავისუფალი არჩევის და მხოლოდ მათი თავისუფალი და სრული თანხმობის შემთხვევაში ქორწინების თანაბარ უფლებებს;
c) ქორწინების პერიოდში და ქორწინების შეწყვეტისას თანაბარ უფლებებს და მოვალეობებს;
d) შვილებთან დაკავშირებულ საკითხებში მშობლების თანაბარ უფლებებს და მოვალეობებს, მათი ოჯახური მდგომარეობის დამოუკიდებლად, ყველა შემთხვევაში შვილების ინტერესებს ენიჭება უპირატესობა;
e) შვილების რაოდენობისა და მათი დაბადების შუალედების საკითხის თავისუფლად და პასუხისმგებლობით გადაწყვეტის თანაბარ უფლებას. ასევე, ამ უფლებებით სარგებლობისათვის საჭირო ინფორმაციისა, განათლების და საარსებო წყაროს მიღების შესაძლებლობას;
f) მეურვეობასთან, მზრუნველობასთან, წარმომადგენლობასთან და შვილებასთან ან ანალოგიური ფუნქციების შესრულებასთან მიმართებაში თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს, როცა ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს; ყველა შემთხვევაში შვილების ინტერესებს ენიჭება უპირატესობა;
g) ცოლის და ქამრის თანაბარ პირად უფლებებს, მათ შორის, გვარის, პროფესიის და სპეციალობის არჩევის უფლებას;
h) როგორც უფასოდ, ასევე საფასურით ქონების ფლობის, შეძენის, მართვის, სარგებლობისა და განკარგვის ორივე მეუღლის თანაბარ უფლებებს.
2. ბავშვის დანიშვნას და ქორწინებას იურიდიული ძალა არ აქვს და ყველა საჭირო ზომა, მათ შორის, საკანონმდებლო, უნდა იქნეს მიღებული რათა განისაზღვროს მინიმალური საქორწინო ასაკი და ქორწინების რეგისტრაცია გახდეს სავალდებულო ოფიციალურ რეესტრში.
ნაწილი