a) შრომის უფლება, როგორც ყველა ადამიანის განუყოფელი უფლება;

b) დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების უფლება, დაქირავებისას შერჩევის თანაბარი კრიტერიუმების გამოყენების ჩათვლით;

c) პროფესიის ან სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება, თანამდებობრივი დაწინაურებისა და დასაქმების გარანტიის, აგრეთვე, ყველა სამსახურებრივი შეღავათითა და პირობით სარგებლობის უფლება, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლება, სწავლის, გაძლიერებული პროფესიული მომზადებისა და რეგულარული გადამზადების უფლების ჩათვლით;

d) თანაბარი ანაზღაურების უფლება, მათ შორის, შეღავათების მიღების, თანაბარი ღირებულების შრომის მიმართ თანაბარი პირობების, ასევე სამუშაოს ხარისხის შეფასებისას თანაბარი მიდგომის უფლება;

e) სოციალური უზრუნველყოფის უფლება, კერძოდ პენსიაზე გასვლის, უმუშევრობის, ავადმყოფობის, ინვალიდობის, სიბერისა და შრომის უნარიანობის დაკარგვის სხვა შემთხვევებში, ასევე ანაზღაურებადი შვებულების უფლება;

f) ჯანმრთელობის დაცვის და შრომის უსაფრთხო პირობების, მათ შორის,, რეპროდუქციის ფუნქციის შენარჩუნების უფლება.

2. დაქორწინების ან დედობის მიზეზით ქალთა მიმართ დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და მათთვის შრომის ეფექტიანი უფლების უზრუნველსაყოფად მონაწილე სახელმწიფოები იღებენ შესაბამის ზომებს, რათა:

a) აკრძალონ, სანქციათა გამოყენების პირობით, ორსულობის მიზეზით სამსახურიდან დათხოვნა ან ორსულობის ან მშობიარობის გამო შვებულების მიზეზით, ან სამსახურიდან დათხოვნისას ოჯახური მდგომარეობის გამო დისკრიმინაცია;

b) შემოიღონ ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება ან შესაბამისი სოციალური დახმარებები წინა სამუშაო ადგილის, თანამდებობის ან სოციალური დახმარების დაკარგვის გარეშე;

c) წაახალისონ აუცილებელი დამატებითი სოციალური მომსახურების გაწევა, რათა მშობლებს საშუალება მიეცეს ოჯახურ მოვალეობათა შესრულება შეუთავსონ შრომით საქმიანობას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას, კერძოდ ბავშვთა მოვლის დაწესებულებათა ქსელის შექმნისა და განვითარების გზით;

d) უზრუნველყონ ორსულობის პერიოდში ქალების სპეციალური დაცვა მათ ჯანმრთელობაზე მავნე გავლენის მქონე  სამუშაოზე,3. კანონმდებლობა, რომელიც ეხება წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული უფლებების დაცვას, მეცნიერული და ტექნიკური ცოდნის გათვალისწინებით პერიოდულად უნდა გადაიხედოს  და საჭიროების შემთხვევაში, უნდა გადაისინჯოს, გაუქმდეს ან განივრცო