a) ერთნაირი პირობებით კარიერის ან სპეციალობის არჩევისას, ყველა კატეგორიის სასწავლო დაწესებულებებში, როგორც სოფლებში, ისე ქალაქებში, განათლების მისაღებად და დიპლომების მიღების ხელმისაწვდომობისათვის; ეს თანასწორობა უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სკოლამდელ, ზოგად, ტექნიკურ, პროფესიულ და უმაღლეს ტექნიკურ განათლებაში, ასევე ყველა სახეობის პროფესიული მომზადებაში;
b) ერთნაირი სასწავლო პროგრამების, ერთნაირი გამოცდების, ერთნაირი კვალიფიკაციის მასწავლებელთა შემადგენლობის, ერთნაირი ხარისხის სასკოლო ნაგებობებისა და აღჭურვილობის ხელმისაწვდომობა;
c) მამაკაცისა და ქალის როლის შესახებ სტერეოტიპული საერთო წარმოდგენების აღმოფხვრა ყველა დონის და ყველა ფორმის სწავლებისას, ერთად სწავლებისა და სწავლების სხვა ფორმების წახალისების გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიზნის მიღწევას, კერძოდ, სახელმძღვანელოებისა და სასკოლო პროგრამების გადასინჯვითა და სწავლების მეთოდების ადაპტაციით;
d) სტიპენდიებისა და სხვა სასწავლო გრანტის მიღების თანაბარი შესაძლებლობა;
e) შემდგომი განათლების გაგრძელების პროგრამების ხელმისაწვდომობის თანაბარი შესაძლებლობა, ზრდასრულთა და საბაზისო განათლების პროგრამების ჩათვლით, განსაკუთრებით იმ შესაძლებლობებით, რომლებიც მამაკაცთა და ქალთა განათლებაში ნებისმიერი განსხვავების რაც შეიძლება სწრაფი შემცირებისაკენაა მიმართული;
f) სკოლადაუმთავრებელ მდედრობითი სქესის მოსწავლეების რიცხვის შემცირება და პროგრამების შემუშავება იმ გოგონებისა და ქალებისათვის, რომელთაც ნაადრევად მიატოვეს სკოლა;
g) სპორტსა და ფიზიკურ მომზადებაში აქტიური მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა;
h) ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის ხელშესაწყობად საგანმანათლებლო ხასიათის სპეციალური ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციისა და კონსულტაციების ჩათვლი