2. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ყველა შესაბამისი ზომას სოფლის რაიონებში ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, რათა მამაკაცის და ქალის თანასწორობის საფუძველზე უზრუნველყონ მათი მონაწილეობა სოფლის განვითარებაში და მისგან სარგებლის მიღებაში და, კერძოდ, ასეთი ქალები უნდა უზრუნველყონ უფლებით:

a) ყველა დონეზე მიიღონ მონაწილეობა განვითარების გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში;

b) ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სამედიცინო მომსახურეობის შესაბამის საშუალებებზე, მათ შორის, ოჯახის დაგეგმვის საკითხების შესახებ ინფორმაციაზე, კონსულტაციასა და მომსახურებაზე;

c) უშუალოდ ისარგებლონ სოციალური დაზღვევის პროგრამების ყველა სიკეთით;

d) მიიღონ ყველა სახის მომზადება და ფორმალური თუ არაფორმალური განათლება, მათ შორის,, საბაზისო განათლება, ასევე ყველაფერთან ერთად ისარგებლონ სათემო მომსახურების ყველა საშუალებით, კვალიფიკაციის ამაღლების მომსახურებით, მათი ტექნიკური ცოდნის დონის ასამაღლებლად;

e) შექმნან თვითდახმარების ჯგუფები და კოოპერატივები, რათა უზრუნველყონ ეკონომიკური შესაძლებლობების თანაბარი ხელმისაწვდომობა დაქირავებული შრომის ან თვით დასაქმების მეშვეობით;

f) მონაწილეობა მიიღონ ყველა ფორმის საზოგადოებრივ საქმიანობაში;

g) ხელი მიუწვდებოდეთ აგრარულ კრედიტებსა და სესხებზე, გასაღების ბაზაზე, შესაბამის ტექნოლოგიებზე და თანაბარი სტატუსით სარგებლობდნენ მიწის და აგრარულ რეფორმებში, ასევე მიწის ხელახალი გადანაწილების გეგმებში;

h) ისარგებლონ ცხოვრების სათანადო პირობებით, განსაკუთრებით საცხოვრებელი პირობებით, სანიტარიული პირობებით, ელექტროდენით და წყალის მომარაგებით, ასევე ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობით.

ნაწილი