1. შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას.
2. შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა) გაფიცვა;
ბ) ლოკაუტი;
გ) აქტიური საარჩევნო უფლების ან/და პასიური საარჩევნო უფლების განხორციელება;
დ) საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადება;
ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევა;
ვ) სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
ზ) შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო, დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო;
თ) ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის თავშესაფარში ან/და კრიზისულ ცენტრში მოთავსება, თუ იგი ვეღარ ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, მაგრამ წელიწადში არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა;
ი) დროებითი შრომისუუნარობა, თუ მისი ვადა არ აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა არ აღემატება 60 კალენდარულ დღეს;
კ) კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება ან სწავლა, რომლის ხანგრძლივობაც წელიწადში 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს;
ლ) ანაზღაურებისგარეშე შვებულება;
მ) ანაზღაურებადი შვებულება.
3. დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის ამ მუხლის მე-2 პუნქტით (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა) გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი ურთიერთობა გონივრული ვადით შეაჩეროს. შრომითი ურთიერთობა შეჩერებულად მიიჩნევა აღნიშნული მოთხოვნის წარდგენიდან მისი შეჩერების შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე.
4. შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დასაქმებულს შრომის ანაზღაურება არ მიეცემა, თუ საქართველოს კანონმდებლობით ან შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგამოძიებო, პროკურატურის ან სასამართლო ორგანოში გამოცხადებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის ორგანული კანონი №3542 – ვებგვერდი, 12.10.2023
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(56)
- საქმე №ას-859-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.10.2025
…დაკავშირებული დავის წარმოებას, ასევე თავშესაფრის მაძიებლის საქმეს, რასაც პალატა ცალ-ცალკე შეაფასებს. 5.46. არასრულწლოვანის საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში შრომის კოდექსის 46.2 მუხლის „მ“ პუნქტით დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა ჩერდება, ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს კონსტიტუციით და…
- საქმე №ას-13-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.03.2025
…წლის 22 მაისიდან ამავე წლის 24 მაისამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე მისი მცირეწლოვანი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (დეტალურად იხ. წინამდებარე განჩინების 11.1 პუნქტი). 46. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეჩერება არის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს დროებით შეუსრულებლობა, რაც…
- საქმე №ა-2808-გან-7-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.07.2024
…იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 და მე-7 მუხლები და საქართველოს შრომის კოდექსის, შემდეგში სშკ-ის, 46-ე მუხლი გამოიყენა. 9. სააპელაციო საჩივრით დამსაქმებელმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. 10.…
- საქმე №ას-1242-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.11.2023
…დასაქმების შეზღუდვის საკომპენსაციო თანხა - 257.16 ლარი (ე.წ.,,გარდენინგის“ დანიშნულებით) 2020 წლის 31 მარტს ჩაერიცხა. 4.10. მოპასუხეს დამსაქმებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ კონკურენტ ბანკში დასაქმებით, იმ დროს მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის 46.3 მუხლის მოთხოვნა არ დაურღვევია. 5. მოსარჩელისთვის მისაღწევი სასურველი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, კერძოდ გარკვეული ვადით…
- საქმე №ას-1232-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
…ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო. 15. საკასაციო სასამართლო პირგასამტეხლოს აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, ყურადღებას გაამახვილებს ძირითადი ვალდებულების ნამდვილობის საკითხზე, კერძოდ, საქართველოს შრომის კოდექსის 46-ე მუხლის მესამე ნაწილის (სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 46-ე მუხლის მეხუთე ნაწილი), თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება, დადგინდეს…
- საქმე №ას-107-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
- საქმე №ას-1016-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.09.2022
- საქმე №ას-34-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.06.2022
- საქმე №ას-109-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.06.2022
- საქმე №ას-1197-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2022
- საქმე №ას-529-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
- საქმე №ას-657-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2022
- საქმე №ას-1112-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2021
- საქმე №ას-1345-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.02.2021
- საქმე №ას-198-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2020
- საქმე №ას-1041-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.02.2020
- საქმე №ას-827-827-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.09.2018
- საქმე №ას-426-402-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.11.2013
- საქმე №ას-973-914-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.11.2013
- საქმე №ბს-558-532(გ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 18.10.2007
- საქმე №330210118002603421 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 23.03.2020
- საქმე №330210015001048491 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 21.09.2018
- საქმე №330210018002735231 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 21.02.2020
- საქმე №330210018002615493 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.11.2019
- საქმე №330210018002615564 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №330210118002624721 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.11.2019
- საქმე №231210019002683976 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 18.06.2019
- საქმე №330210016001469793 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 15.01.2019
- საქმე №330210017001980766 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 10.05.2018
- საქმე №330210014648356 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 24.04.2018
- საქმე №020210018001913376 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 26.03.2018
- საქმე №330210015001048491 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 01.03.2018
- საქმე №110210019003152890 · ზესტაფონის რაიონული სასამართლო · 19.11.2019
- საქმე №190210019003152700 · რუსთავის საქალაქო სასამართლო · 30.10.2019
- საქმე №330210019002850693 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.06.2019
- საქმე №330210118002287481 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 25.03.2019
- საქმე №330210018002667610 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 11.02.2019
- საქმე №330210018002667892 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 06.02.2019
- საქმე №330210018002735231 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.02.2019
- საქმე №330210118002624824 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 09.01.2019
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 56-დან.