მუხლი 40. დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
თავი VII — შვებულება ორსულობისა და მშობიარობის გამო, შვებულება ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო
1. დასაქმებულს თავისი თხოვნის საფუძველზე, მთლიანად ან ნაწილ-ნაწილ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში 2 კვირისა, ეძლევა ბავშვის მოვლის გამო დამატებითი, ანაზღაურებისგარეშე შვებულება 12 კვირის ოდენობით, სანამ ბავშვს შეუსრულდება 5 წელი.
2. ბავშვის მოვლის გამო დამატებითი შვებულება შეიძლება მიეცეს იმ დასაქმებულს, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020წ.
თავი VIII.შრომის ანაზღაურება
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ას-272-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2025
…და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა. 17.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-11 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა შრომის კოდექსის მე-40, 47.1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ დასაქმებულის ხანგრძლივი ვადით სამუშაო ადგილზე გამოუცხადებლობის…
საქმე №ას-790-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.05.2021
…ან ტოლფასი სამუშაო, რომლის ფარგლებშიც მოსარჩელეებს ექნებოდათ სრულფასოვანი შრომითი ფუნქციები. რაც შეეხება ხელშეკრულებების ვადის გასვლის შემდეგ მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობების გაგრძელებას, მოპასუხემ აღნიშნული დაუკავშირა შრომის კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებულ მუშაობის უნებლიე გაგრძელებას. 2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: თბილისის საქალაქო…
…და ვერ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ვერ წარმოადგინა. პალატა არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მუშაობის უნებლიე გაგრძელებას. მუშაობის უნებლიე გაგრძელების საფუძვლები მოცემულია შრომის კოდექსის მე-40 მუხლში, რომლითაც თუ შრომითი ხელშეკრულების ვადა გავიდა, მაგრამ, სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, მუშაობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს…
…შესრულების ვადით (სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია შრომითი ურთიერთობის ვადის დასრულების შემდგომ მუშაობის უნებლიედ გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ( შრომის კოდექსის 40-ე მუხლი) და არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები: მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს…
…შესრულების ვადით (სუსგ № ას-921-871-2015, 26.11.2015). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია შრომითი ურთიერთობის ვადის დასრულების შემდგომ მუშაობის უნებლიედ გაგრძელების აუცილებლობის შესახებ ( შრომის კოდექსის 40-ე მუხლი) და არ წარმოუდგენია აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების კანონმდებლობით გათვალისწინებული მტკიცებულებები: მოსარჩელის მიერ შესასრულებელი სამუშაოს…
მუხლი 23. შვებულება— სსიპ – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების (დათხოვნის) და სამსახურის გავლის სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 40, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-40/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია