1. საკრებულოს თანამდებობის პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 24 სამუშაო დღის ოდენობით.

2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეები, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები შვებულებაში გადიან საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. შვებულებაში გასვლის დრო და ხანგრძლივობა საჭიროებს წინასწარ განხილვას და შეთანხმებას საკრებულოს თავმჯდომარესთან.

3. საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს ისარგებლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით. საკრებულოს თავმჯდომარის შვებულების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.

4. საკრებულოს თანამდებობის პირს აქვს ანაზღაურებადი შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენების უფლება.

5. საკრებულოს თანამდებობის პირს უფლება აქვს, კალენდარული წლის განმავლობაში გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებით მომდევნო კალენდარულ წელს ისარგებლოს. ამ შემთხვევაში შვებულების პერიოდულობა უნდა შეთანხმდეს საკრებულოს თავმჯდომარესთან ან საკრებულოს ბიუროსთან.

6. საკრებულოს თანამდებობის პირს შეიძლება მიეცეს ანაზღაურების გარეშე შვებულება არაუმეტეს 1 წლისა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას საკრებულოს თანამდებობის პირი ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს საკრებულოს თავმჯდომარე შვებულების აღების შესახებ, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს საკრებულოს ბიურო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამ