1. საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი,  საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები, რომლის ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15 %-ს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურება მოხდეს საკრებულოს დადგენილებით განსაზღვრული ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად.

3. დაუშვებელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრისთვის ხარჯების ანაზღაურება ფულადი ჯილდოებისა და სახელფასო დანამატების სახი