1. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს მივლინებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე უცხო სახელმწიფოში.
2. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ისარგებლოს გრძელვადიანი მივლინებით უცხო სახელმწიფოში.
3. უცხოეთში გრძელვადიან მივლინებად ითვლება საკრებულოს წევრის გაგზავნა უცხო სახელმწიფოში ერთ თვეზე მეტი ვადით.
4. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს მივლინების ხარჯების ანაზღაურება.
5. საკრებულოს წევრის მივლინებაში გაგზავნის წესი, მისი სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების და კომპენსაციის ოდენობა, პირობები და სოციალური გარანტიები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.