1. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა არის არანაკლებ 24 სამუშაო დღე.

2. შვებულება შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნაწილ-ნაწილ. წლის ბოლოს აღებული შვებულება შესაძლებელია გაგრძელდეს მომდევნო წელს. მომდევნო წელს გაგრძელებული შვებულება ჩაითვლება წინა წლის შვებულებად ამ პუნქტით გათვალისწინებული შვებულების ხანგრძლივობის ფარგლებში.

3. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს შეიძლება მიეცეს შვებულება ანაზღაურების გარეშე არაუმეტეს ერთი კალენდარული წლისა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს შვებულების უფლება წარმოეშობა საბაჟო დეპარტამენტში მიღებიდან/დანიშვნიდან 11 თვის შემდეგ. უშუალო უფროსთან შეთანხმებით, შესაძლებელია ამ უფლებით სარგებლობა აღნიშნული ვადის გასვლამდეც.

6. სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, შესაძლებელია შვებულების შეწყვეტა და საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის სამსახურში გამოძახებ