1. სამსახურის უფროსს შეუძლია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე:
ა) გადაუნაწილოს საბაჟო დეპარტამენტის არმყოფი თანამშრომლის მოვალეობები/ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები სხვა თანამშრომელს/თანამშრომლებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს საბაჟო დეპარტამენტის არმყოფი თანამშრომლის მოვალეობები/ვაკანტური თანამდებობისთვის განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები სხვა თანამშრომელს/თანამშრომლებს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა), მათი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლებით.
2. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელს უფლება აქვს უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოვალეობათა დროებით დაკისრებაზე, თუ მათი შესრულება მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციასა და სხვა პროფესიულ მომზადებას ან შეუძლებელია ამ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც დასტურდება შესაბამისი სამედიცინო დასკვნით.
3. იმ თანამშრომელს:
ა) რომელსაც დაკისრებული აქვს დროებით არმყოფი თანამშრომლის მოვალეობის შესრულება, ამ მოვალეობას ასრულებს თანამშრომლის არყოფნის ვადით;
ბ) რომელსაც დაკისრებული აქვს ვაკანტური თანამდებობისათვის განსაზღვრული მოვალეობის შესრულება, ამ მოვალეობას ასრულებს არაუმეტეს 1 წლის ვადით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულის გარდა, სამსახურის უფროსს, სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, შეუძლია თანამშრომელს დროებით (არაუმეტეს 1 წლის ვადით) დაავალოს ცალკეული ფუნქციების შესრულება სამსახურის/საბაჟო დეპარტამენტის სხვა სტრუქტურულ ერთეულში/ქვედანაყოფში ან კონკრეტული პროექტის ფარგლებში და გაათავისუფლოს იგი მისი ძირითადი ფუნქციების შესრულებისაგა