1. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ხელმძღვანელი პირის ბრძანებით შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი დროებით გადაყენებულ იქნეს დაკავებული თანამდებობიდან სისხლის სამართლის საქმეში მისი ბრალდებულად ცნობის გამო (რომელიც გამორიცხავს დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას), სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე. აღნიშნული ბრძანება გამოიცემა იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს სასამართლოს განჩინება საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

2. თანამდებობიდან გადაყენებული თანამშრომელი, გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს ადრე დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ტოლფას თანამდებობაზე. გამართლების შემთხვევაში, აღნიშნულ პირს უნაზღაურდება იძულებითი განაცდური არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. მას უფლება აქვს, უარი განაცხადოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე ან/და შესაბამის თანამდებობაზე აღდგენაზე/დანიშვნაზე.

3. თანამდებობიდან გადაყენებულ თანამშრომელს ჩამოერთმევა სამსახურის კუთვნილი ყველა მატერიალური სიკეთე. თანამდებობიდან გადაყენების მთელი პერიოდის განმავლობაში პირს ეკრძალება სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლის ტარება და საბაჟო დეპარტამენტის სახელით საქმიანობ