1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს ამ წესის, სამსახურის შინაგანაწესის, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა ეთიკის კოდექსისა და საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა.

2. დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში, საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლის მიმართ გამოიყენება სამსახურის შინაგანაწესით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები. ასევე შესაძლებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით გამოყენებულ იქნეს სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით დაქვეითება