1. ამ წესის მე-17 მუხლის „ბ“ – „ვ“, „თ“ – „მ“ და „უ“ – „ქ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლითა და სამსახურის შინაგანაწესით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.
2. ამ წესის მე-17 მუხლის „ა“, „ზ“, „ნ“ – „პ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სამსახურებრივი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლება სამსახურისათვის შესაბამისი ფაქტის დადასტურებულად ცნობის მეორე დღეს.
3. სპეციალური წოდების მქონე საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი ზღვრული ასაკის მიღწევის გამო (ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულის გარდა) სამსახურიდან თავისუფლდება შესაბამისი ასაკის დადგომიდან მეორე დღეს.
4. სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი, მისივე თანხმობის შემთხვევაში, შეიძლება სამსახურიდან გათავისუფლდეს წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო, თუ საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნული პირისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობას.
5. საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელი სამსახურიდან თავისუფლდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის/სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზ