მუხლი 41. შრომის ანაზღაურების ფორმა, ოდენობა და გაცემის დრო
თავი VIII — შრომის ანაზღაურება
1. შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება, რომელიც გადახდილია ფულადი ფორმით ან ნატურით და რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ იღებს დასაქმებული დამსაქმებლისგან სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ.
2. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
3. შრომის ანაზღაურება გაიცემა არანაკლებ თვეში ერთხელ.
4. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის 48-ე მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.
საქართველოს 2020 წლის 29 სექტემბრის ორგანული კანონი №7177 – ვებგვერდი, 05.10.2020
საქმე №ას-1131-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2026
…შესრულებისათვის არ მიუღია. შრომის ანაზღაურება მას არ მიუღია არც სამუშადან გათავისუფლების შემდეგ საბოლოო ანგარიშსწორების სახით სშკ-ის 44-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. 7.26. პალატამ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის, შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს…
საქმე №ას-1552-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.06.2025
…შესაბამისად, ვინაიდან გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სადავო ბრძანება, სშკ-ის 41.1 მუხლის თანახმად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა პრემიის თანხის ანაზღაურებასთან მიმართებითაც. 17. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 41.4 მუხლით და აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, განმარტა, რომ დამსაქმებელს დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდის…
საქმე №ას-865-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 16.04.2025
…მიერ განსაზღვრული ოდენობით), 44-ე (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით) მუხლებიდან (შრომის კოდექსის ახალი რედაქციის 41, 48-ე და 54-ე მუხლები). 28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებების თანახმად, უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს გათვალისწინებული აღნიშნული „უხეში…
საქმე №ას-322-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.03.2025
…აღსრულებამდე. 19. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას იძულებით განაცდურზე ყოველდღიურად 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, პალატა მიუთითებს, რომ ხსენებულ სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. საქართველოს შრომის კოდექსის 41.4 მუხლი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულისთვის დაყოვნებული თანხის 0.07…
საქმე №ას-48-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2025
…მიუთითა ამავე კონვენციის მე-6 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის გადარჩენასა და ჯანმრთელ განვითარებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. ეროვნული კანონმდებლობის, სახელდობრ, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-11, 41-ე, 42-ე, 45-ე მუხლების შესაბამისად, პალატამ მიუთითა, რომ ბავშვის უფლება, მისი ჯანმრთელობა უმაღლესი სტანდარტით იყოს დაცული, მოიცავს სტანდარტის შესაბამისი საკვებითა და…
საქმე №ას-877-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.03.2025
საქმე №ას-494-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2025
საქმე №ას-279-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.01.2025
საქმე №ას-814-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.10.2024
საქმე №ას-621-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2024
საქმე №ას-831-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.10.2024
საქმე №ას-568-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.07.2024
საქმე №ას-1033-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.04.2024
საქმე №ას-146-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.03.2024
საქმე №ას-1490-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.03.2024
საქმე №ას-1032-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2023
საქმე №ბს-864(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 05.10.2023
საქმე №ას-590-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2023
საქმე №ას-617-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.05.2023
საქმე №ას-42-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.04.2023
საქმე №ბს-1293(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.02.2023
საქმე №ას-842-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.02.2023
საქმე №ას-734-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2022
საქმე №ას-344-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
საქმე №ას-380-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.07.2022
საქმე №ას-527-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.06.2022
საქმე №ას-688-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.04.2022
საქმე №ბს-289(გ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 19.10.2021
საქმე №ბს-698(კ-19) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.07.2021
საქმე №ას-108-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.04.2021
…არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. 31.1 მუხლის მიხედვით შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრებოდა. შრომის კოდექსის 41.1 მუხლის ამჟამად მოქმედი რედაქციის თანახმად შრომის ანაზღაურება არის ძირითადი ან მინიმალური ანაზღაურება ან ხელფასი ან ნებისმიერი სხვა ანაზღაურება,…
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, მუხლი 41, №4113-რს, 17.12.2010, სარეგისტრაციო კოდი 270000000.04.001.016012 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1155567/muxli-41/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია