ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-54 |
|
2014 წლის 12 დეკემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 16-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“, „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
1.
„ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE”, სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ“ 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ ქონებაზე, ინვესტორი იხდის ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,2%-ს; ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,3%-ს; გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 0,4%-ს; დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ ინვესტორი იხდის ქონების გადასახადის 1,0%-ს. |
2.
„ოლიმპიური სოფლის მშენებლობის და ოლიმპიადის ორგანიზების მიზნით, საქართველოს მთავრობას, ქ. თბილისის მერიას და სს „HUALING INTERNATIONAL SPECIAL ECONOMIC ZONE”, სს “RUILONG INDUSTRIAL INVESTMENT” და სს „ფანდ ინვესთმენთს“ შორის მიწის ნასყიდობის და ინვესტირების შესახებ“ 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს შემდეგი სახით:
ა) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-6 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 20%-ის ოდენობით; ბ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-7 წელს, ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 30%-ის ოდენობით; გ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან მე-8, მე-9 და მე-10 წელს ინვესტორი იხდის მიწაზე ქონების გადასახადს იმ დროისთვის არსებული შესაბამისი გადასახადის 40%-ის ოდენობით; დ) ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის შემდეგ, ინვესტორი იხდის იმ დროისთვის არსებულ მიწაზე ქონების გადასახადზე შედარებით დაბალ ტარიფს. |
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2012 წლის 29 ივნისის №7-26 გადაწყვეტილება. |
4.
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 12.12.2014.
- როდის იქნა მიღებული „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“?
- „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“ მიღებულია 12.12.2014. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17-54. სარეგისტრაციო კოდი — 200250000.35.101.016053.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 12.12.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ადგილობრივი გადასახადის - ქონების და მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთის დადგენის შესახებ“, №17-54, 12.12.2014, სარეგისტრაციო კოდი 200250000.35.101.016053 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.12.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2619157/