ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
28.02.2017 ბოლო ცვლილება 29.03.2019
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.133.016202
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/03/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 28 თებერვალი

ქ. ბათუმი

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონისა ,,ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ და „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 31 აგვისტოს №25 დადგენილების შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის“ გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №63 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:

ა) ერთი ან ორი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის უფასოა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – თითოეულ სამარეზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ორზე მეტი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ორ სამარეზე ზევით თითოეულ დამატებულ სამარეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საერთო სასაფლაოებზე გამოყოფილ სამარეზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით:

ა) მცირეწლოვანის დაკრძალვაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი;

გ ) გადასვენებაზე - 100  (ასი) ლარი;

დ) ქალაქთან ახლოს მდებარე ხელვაჩაურის საერთო სასაფლაოებზე (განთიადის, სალიბაურის, კაპანდიების, თხილნარის მეურნეობის, ჩელტისა და ახალსოფლის) დაკრძალვის მომსახურების საფასური – 100 (ასი) ლარი;

ე) ხელვაჩაურის სხვა საერთო სასაფლაოებზე დაკრძალვის მომსახურების საფასური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 100 (ასი) ლარი.

3. გარდაცვლილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი პირი  გათავისუფლდეს საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის გადახდისაგან.
4. წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.
5. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიჯუმბერ ვარდმანიძე

1.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე სამართავად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოებისათვის“ გადაცემის შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 29 ივლისის №63 განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული საჯარო საფლავის გამოყოფისათვის დადგენილ იქნეს საფასურის შემდეგი განაკვეთები:
ა) ერთი ან ორი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის უფასოა, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – თითოეულ სამარეზე 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;

ბ) ორზე მეტი სამარის გამოყოფის მოთხოვნის შემთხვევაში, ორ სამარეზე ზევით თითოეულ დამატებულ სამარეზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 100 (ასი) ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.

2.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ მიერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საერთო სასაფლაოებზე გამოყოფილ სამარეზე დაკრძალვის, ამოსვენებისა და გადასვენების მომსახურების საფასური დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
ა) მცირეწლოვანის დაკრძალვაზე 50 (ორმოცდაათი) ლარი;

ბ ) ამოსვენებაზე – 100 (ასი) ლარი;

გ ) გადასვენებაზე - 100  (ასი) ლარი;

დ) ქალაქთან ახლოს მდებარე ხელვაჩაურის საერთო სასაფლაოებზე (განთიადის, სალიბაურის, კაპანდიების, თხილნარის მეურნეობის, ჩელტისა და ახალსოფლის) დაკრძალვის მომსახურების საფასური – 100 (ასი) ლარი;

ე) ხელვაჩაურის სხვა საერთო სასაფლაოებზე დაკრძალვის მომსახურების საფასური ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის 50 (ორმოცდაათი) ლარი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისათვის – 100 (ასი) ლარი.

3.

გარდაცვლილი სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელი პირი  გათავისუფლდეს საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის გადახდისაგან.

4.

წინამდებარე დადგენილებით დადგენილი საფასური ირიცხება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ხელვაჩაურის სასაფლაოების“ ანგარიშზე და ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას.

5.

დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიჯუმბერ ვარდმანიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.03.2019.
როდის იქნა მიღებული „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“?
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“ მიღებულია 28.02.2017. მიმღები ორგანო — ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №07. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.133.016202.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 29.03.2019-დან.
სად არის „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.03.2019 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სასაფლაოებზე საფლავის გამოყოფისა და დაკრძალვის მომსახურების საფასურის დადგენის შესახებ“, №07, 28.02.2017, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016202 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.03.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3594033/