კარი V — მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი და ეკონომიკური საფუძვლებითავი XIIმუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის ორგანული კანონი №1251 - ვებგვერდი, 29.07.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.07.2017-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.07.2017 ორგანული კანონი №1251
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 99. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს. 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.