ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №14 |
|
2018 წლის 28 თებერვალი ქ. ნინოწმინდა |
|
ნინოწმინდის მუნიციპ ა ლიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მიზნად ისახავს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2℅-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართვილობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქვევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებული ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები, საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
ე) ხარჯები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ზ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებელი ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
2. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას.
3. სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო ჯგუფის წევრთა შემადგენლობაში შედიან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.
4. სამუშაო ჯგუფს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
5. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, ხელმძღვანელის მოვალეობას, მერის ბრძანებით ასრულებს სამუშაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი.
2. საკითხის განხილვისას სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ან მერიის სხვა მოხელეს, რათა განცხადების შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად.
4. სამუშაო ჯგუფის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში ჯგუფის წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს ჯგუფის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან;
ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის ოქმის შესახებ. ჯგუფის გადაწყვეტილება წარედგინება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციის თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. სამუშაო ჯგუფი უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაიოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს.
5. ჯგუფის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. ჯგუფის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელიც ხელს აწერს ჯგუფის ხელმძღვანელი, მდივანი და ყველა დამსწრე ჯგუფის წევრი.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა:
ბ) შესრულებაზე და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემისთანავე ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.