ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2025 წლის 17 ნოემბერი ქ. ჭიათურა |
|
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
3. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი.
ა) ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში კატასტროფისაგან, სტიქიური მოვლენებისაგან (ხანძარი, მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კასტრული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები) გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები, გადაუდებელი სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები, საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
ბ) ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
გ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის, ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის. ადგილობრივი ბიუჯეტის პროგრამით გაუთვალისწინებელი ან/და შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ამოწურვის შემდეგ მძიმე ან გადაუდებელი შემთხვევების დროს გასაწევი ხარჯები;
დ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები (არაუმეტს 3 (სამი) თვის ოდენობით) ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა მათში ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
ე) ხარჯები ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისეთი სამუშაოების ჩატარებისათვის, როდესაც დაზიანდა ან განადგურდა საინჟინრო ინფრასტრუქტურა (გზა, ხიდი, ნაგებობა, და სხვა) და აუცილებლობას წარმოადგენს დროულად იქნეს ჩატარებული სამუშაოები მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით;
ვ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომელიც საჭიროა ჭიათურის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდების ახალგაზრდულ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ის ხარჯები, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა კულტურული, სპორტული, საფესტივალო და სადღესასწაულო ღონისძიებების ჩასატარებლად;
ზ) სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით.
2. საბჭოს შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი
3. საბჭოს თავმჯდომარეობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში შედიან ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.
4. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ განსახილველი განცხადების/შეტყობინების/წერილის შინაარსიდან გამომდინარე საკითხს საბჭოს წინაშე წარადგენს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.
3. საკითხის განხილვისას საბჭო უფლებამოსილია, გამოითხოვოს მასალები, ცნობები ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
4. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა მოხელეს, რათა განცხადების, შეტყობინების ან წერილის ირგვლივ მოიძიოს მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
5. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან, საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ.
6. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა კანონთან;
ბ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი, იმსჯელოს თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
2. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს.
5. საბჭოს წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და საბჭოს ყველა დამსწრე წევრი.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს:
ა) გამოყოფილი თანხის ოდენობა;
ბ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება.
3. ამ დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
4. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების გამოცემისთანავე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.