ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2023 წლის 2 აგვისტო ქ. ცაგერი |
|
2. ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭო უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. საბჭოს თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც საბჭოს წევრებისაგან ნიშნავს მოადგილეს. საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ცვლის საბჭოს თავმჯდომარეს მისი არყოფნის შემთხვევაში.
3. საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც საბჭოს წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) მერის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს მერს.
3. საბჭოს წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
4. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
5. საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და მისი შესაბამისობა კანონთან;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
გ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
6. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. საბჭო გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას, ან კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;
ბ) საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების შეზღუდულ დროში შესრულების ხარჯი;
გ) წყალდიდობის, მეწყერის, ხანძრის, ქარიშხლის, დიდთოვლობისა და სხვა სტიქიური მოვლენების პრევენციისა და ზარალის შემცირების, ასევე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა კომპენსირებასთან დაკავშირებული ხარჯები;
დ) გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯი;
ე) რომელიმე მუხლში ობიექტური მიზეზით სახსრების დეფიციტის წარმოქმნის შემთხვევაში, დამტკიცებული ბიუჯეტის გადასახდელების შევსებისათვის;
ვ) სხვა ისეთი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის და არ იკრძალება კანონით.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგი თანხის ოდენობის და მიზნობრიობის შესახებ.
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ მერის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.
4. საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის მოქმედებების დაუყოვნებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
5. მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის – ბრძანების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მორიგი ცვლილებისას.
6. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში, წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.