ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებისა და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №129 |
|
2014 წლის 26 სექტემბერი ქ. ბაღდათი |
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება და სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის წესი
2. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში-კომისია) წარმოადგენს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დროებით კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით“, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამეტითა და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. კომისიას თავმჯდომარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან გამგებლის მოადგილეები, სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები, გამგებლის თანაშემწე და ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თანამდებობის პირები მოწვევით.
3. კომისიას ჰყავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
2. უფლებამოსილი პირი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი) გამგებლის დავალებით განცხადებაში მითითებული საკითხის ან შეტყობინებით მიღებული ინფორმაციის ირგვლივ მოძიებულ მასალას სათანადო დასკვნასთან ერთად წარუდგენს გამგებელს.
3. კომისიას მასალები განსახილველად წარედგინება სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც, გამგებლის დავალებით, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამგებელი პირადად იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის შესახებ კომისიის მოწვევის გარეშე.
4. კომისიის წევრები ვალდებული არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ (‘საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ მიიღებს საკითხის განხილვაში.
6. კომისია:
ა) კომისიის სხდომაზე განიხილავს წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულეს, საფუძვლიანობას და მის შესაბამისობას კანონთან;
ბ) იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განხილვის ან/და მის განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზების შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
გ) იხილავს განცხადებაში მითითებულ საკითხს და იღებს გადაწყვეტილებას სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ.
დ) იღებს გადაწყვეტილებას სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანი) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე ადგილობრივი სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის არასაკმარისობის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის აუცილებლობის შესახებ.
7. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფაზე გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
2. კომისია უფლებამოსილია თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია, გადაწყვეტილებას, რომელსაც აქვს სარეკომენდაციო ხასიათი, იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს სხდომის თავმჯდომარეს.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე კომისიის წევრი.
2. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სარეზერვო ფონდიდან განსაკარგავი თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
3. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ გამგებლის ბრძანების გამოქვეყნებისთანავე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ბრძანებაში მითითებული თანხით ამცირებს ბიუჯეტით გათვალისწინებულ სარეზერვო ფონდს.