ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2022 წლის 28 თებერვალი ქ. ტყიბული
|
|
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2%-ს. სარეზერვო ფონდს, ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი.
3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის გაზრდა.
ა) ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა ფინანსური დახმარების ხარჯები;
ბ) გადაუდებელი სანიტარულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებების ხარჯები;
დ) გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯები, როდესაც საფრთხე ექმნება ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მცხოვრები ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას ან საქართველოს კანონმდებლობით დაცულ სხვა სიკეთეს;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ქირურგიული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის;
ვ) ხარჯები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და მცხოვრები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის;
ზ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯები დაზიანებულ მდგომარეობაში არსებული საცხოვრებელი ფართის შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით, აგრეთვე, ხარჯები ისეთ პირთა საცხოვრებელი ბინების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთაც აქვთ საცხოვრებელი სახლები, თუმცა იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის;
თ) ხარჯები ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული ან განადგურებული საინჟინრო ინფრასტრუქტურის (გზა, ხიდი, ნაგებობა და სხვა) აღსადგენად, რომლის დროულად განხორციელება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კანონიერ ინტერესს წარმოადგენს;
ი) ხარჯები ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას მიკუთვნებული ისეთი ღონისძიებების დასაფინანსებლად, რომელთა გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი სხვა ისეთი ხარჯების დაფინანსება, რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
2. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას გადაწყვეტილებას ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის თაობაზე იღებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს - ბრძანებას. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს თანხის ოდენობა და მიზნობრიობა.
3. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან თანხას გამოყოფს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
4. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის ნაწილობრივი/სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისათვის აუცილებელია დაუყოვნებელი ქმედების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია, გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობითი ფორმით.
5. ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.