საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ.
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 |
|
2019 წლის 31 ივლისი ქ. საჩხერე |
|
საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი
2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 %-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად, განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – მერი.
3. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გადახდის) ან სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა.
4. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა.
ა) საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ფარგლებში სტიქიური მოვლენებისგან გამოწვეული კატასტროფული შედეგების სალიკვიდაციო ღონიძიებები:
ბ) საგანგებო და საომარი მოქმედებების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები:
გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ან ამ ღონისძიებების დაგვიანებით გატარებისგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევ ხარჯებს და სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.
2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება პროგრამების (ქვეპროგრამების) ღონიძიებების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში, როგორც მიმდინარე ან კაპიტალური ხარჯები, თუ საჭიროება არ დადგება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით) ღონისძიებებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგები;
ბ) პროგრამებისათვის (ქვეპროგრამებისათვის) ღონისძიებებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა;
გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამების (ქვეპროგრამების) ღონისძიებების ორი ან მეტი მიმართულება;
დ) შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით .
2. თუ მიიჩნევა, რომ საფრთხის აცილებისთვის, ნაწილობრივ აცილებისთვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისთვის საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედების განხორციელება, მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი, რომელიც 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
3. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე ყოველი კვარტალის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.