ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2019 წლის 26 ივლისი ქ. ვანი |
|
2. სარეზერვო ფონდი იქმნება ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით.
3. სარეზერვო ფონდის მოცულობას განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო და იგი არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2 პროცენტს.
4. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით სარეზერვო ფონდის მოცულობის გაზრდა.
2. სარეზერვო ფონდიდან, ამ წესის შესაბამისად, ფინანსდება:
ა) ადგილობრივი ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული ხარჯი, როდესაც საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ქონებას და კანონით დაცულ სხვა სიკეთეს;
ბ) სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული და გადაუდებელი სანიტარიულ-ეპიდემიური ვითარების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებული ხარჯები;
გ) სახელმწიფო ან ადგილობრივი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით გაუთვალისწინებელი უკიდურესად მძიმე ან/და გადაუდებელ შემთხვევებთან (მათ შორის სარიტუალო მომსახურებასთან) დაკავშირებული ხარჯი;
დ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;
ე) ადგილობრივი წარმატებული სპორტსმენებისა და ხელოვნების მუშაკების საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის ხარჯები, რომლებიც წინასწარ არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივ ბიუჯეტში;
ვ) ადგილობრივი პროგრამები და ქვეპროგრამები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს;
ზ) სხვა ისეთი ხარჯები, რომელთა დაფინანსება არ არის გათვალისწინებული ადგილობრივი ბიუჯეტით და რომელიც კანონით აკრძალული არ არის.
3. სარეზერვო ფონდიდან აკრძალულია ისეთი პროგრამების, ქვეპროგრამების და ღონისძიებებისათვის თანხის გამოყოფა, რომელიც გათვალისწინებული არის ადგილობრივი ბიუჯეტით.
2. საჭიროების შემთხვევაში, ვანის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია შესაბამისი ორგანოსგან ან/და პირებისგან გამოითხოვოს დოკუმენტები, ცნობები, ფოტომასალები და სხვა მონაცემები, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას.
3. ამ წესის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ.
4. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრულ შემთხვევაში, ვანის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფას უზრუნველყოფს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.
5. საფრთხის ნაწილობრივი ან სრული აცილების ან საფრთხის შედეგების შენელებისთვის მოქმედებების დაუყონებლივ განხორციელების აუცილებლობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემიდან 3 (სამი) დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით.
6. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ 85-ე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის მერი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას, რომელიც მოიცავს სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვასაც.