გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.01.2019
საქმის ნომერი
140310018002392399
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 140310018002392399

საქმე №3/77-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. გორი

შესავალი ნაწილი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო გერგაული

სხდომის მდივანი - ნინო არაბული

მოსარჩელე: ნ---- ლ------ე

წარმომადგენლები: ნ---- ა----–-–---–ი, ქ------- ბ----–---–ი

მოპასუხე: გორის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: ნ--- ფ---–---–---–ი

დავის საგანი: ქმედების განხორციელების დავალება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №10/1/3--- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

1.2. გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის (მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზ---- ნ------ი, ს/კ 6-.4-.0-.2--) აღსადგენად 24 893.05 (ოცდაოთხიათასრვაას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2008 წლის აგვისტომდე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გორის რაიონის სოფელ ნ------ში. 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა მისი საცხოვრებელი სახლი. სახლს რამდენიმე ჭურვი მოხვდა და შეუძლებელი გახდა ცხოვრება. 2008 წლის სექტემბერში გორის მუნიციპალიტეტში შექმნილი კომისიის წარმომადგენლების მიერ მოხდა ზ---- ნ------ში ომის შედეგად დაზიანებული ბინების შემოწმება და აღრიცხვა, მათ შორის მისი საცხოვრებელი სახლის, რის შემდეგ შეპირდნენ, რომ მოხდებოდა რეაბილიტაცია. ამის შემდგომ არაერთხელ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას და ითხოვდა დახმარებას, მაგარამ უშედეგოდ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ეცნობა, რომ საკითხი ადგილზე იქნა შესწავლილი ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ და მის განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეესაბამებოდა სინამდვილეს, მაგრამ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები და ვერ დაკმაყოფილდებოდა თხოვნა. 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდგომ 2008-2009 წლებში საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე არაერთხელ იქნა გამოყოფილი თანხები საომარი მოქმედებების შედეგად დაზრალებულთა საცხოვრებელი სახლებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღსადგენად. მათ შორის გორის მუნიციპალიტეტისთვის. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 19 ივლისის ნელ-2---წერილით, რომელსაც თან აქვს დართული ნ------ის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათი, რწმუნებული ადასტურებს, რომ არ მიუღია არანაირი ფულადი კომპენსაცია და მოხსენებით ბარათს ურთავს ნ------ის ადმინისტრაციული ერთეულში იმ მოქალაქეების სიას, რომელთაც განადგურებული ბინებისათვის გადაეცათ ფულადი კომპენსაცია. ამ სიაში არ არის მისი გვარი. 2016 წლის აგვისტოში მიმართა საქათველოს პრემიერ-მინისტრს დახმარებისათვის. მისი განცხადება რეაგირებისათვის გადაგზავნილი იქნა გორის მუნიციპალიტეტში, მაგრამ არ მოხდა მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება და ბიუჯეტში აღნიშნული ვალდებულებების გათვალისწინება.

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის დადგენილების საფუძველზე გაერთიანდა თვითმმართველი ქალაქი გორი და გორის მუნიციპალიტეტის გაერთიანება, ერთ თვითმმართველ ერთეულად - გორის მუნიციპალიტეტად. ამის შემდეგ 2018 წლის 17 იანვარს განცხადებით მიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი დაზიანებული ბინის აღდგენა ან ერთჯერადი კომპენსაციის თანხით დაკმაყოფილება. გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის N10/1/3--- აქტით, რომელიც ჩაიბარა 2018 წლის 19 მარტს, ეცნობა, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ იყო შესაბამისი ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. მიყენებული ზარალი უნდა დაეანგარიშებინა გორის მუნიციპალიტეტს და მიეწოდებინა საქართველოს მთავრობისათვის. ამჟამად ცხოვრობს ქირით და ამიტომ ითხოვს აღნიშნულ თანხას, სახლის აღსადგენად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს ეცნობა, რომ მერია ვერ დააკმაყოფილებდა მის მოთხოვნას, რადგან ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ფინანსური სახსრები საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფისა და დაზიანებული შენობების აღდგენისათვის თანხები გამოიყოფოდა მთავრობის განკარგულებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქათველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით არ მომხდარა დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია და დღეის მდგომარეობით არ არის ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსური რესურსი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. ნ------ის თემის რწმუნებულის მიერ 2009 წლის 8 ოქტომბერს გაცემული ცნობა შინაარსით: ნ---- ლ------ე ცხოვრობს გორის რაიონის სოფელ ზ---- ნ------ში. მათი საცხოვრებელი ბინა საომარი მოქმედებების დროს არის დაზიანებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნ------ის თემის რწმუნებულის 2009 წლის 8 ოქტომბრის ცნობა.

 

3.2. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 5 ნოემბრის Nლ-189 წერილით ნ---- ლ------ეს განემარტა, რომ მისი საკითხი შეისწავლეს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის მიერ შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ერთად. საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული ბინების აღდგენითი სამუშაოები დროებით შეჩერებულია. აღნიშნული სამუშაოების განახლებისას მოხდება მხოლოდ იმ სახლების შეკეთება, რომელსაც ომის კვალი ამჩნევია. სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების განახლების შემთხვევაში, მის საკითხს დამატებით განიხილავდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 11 მარტის N ლ-33 წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის შესახებ შესწავლილი იქნა გორის თვითმმართველი ერთეულის ნ------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულთან ერთად. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი ხარჯები მისი თხოვნის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2009 წლის 5 ნოემბრის Nლ-189 წერილი.

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2013 წლის 11 მარტის N ლ-33 წერილი.

 

3.3. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 13 მაისის N ლ-8- წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის შესაკეთებლად შესწავლილი იქნა ადგილზე ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. მისი ინფორმაციით განცხადებაში მოყვანილი ფაქტები შეესაბამება სინამდვილეს. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გააჩნია შესაბამისი თანხები, აღნიშნული სახის პრობლემების მოსაგვარებლად. აგრეთვე განემარტა, რომ მისი თანხმობის და საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში გამგეობა თანახმა იყო დახმარებოდა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში ქირის საფასურით ერთჯერადად 500(ხუთასი) ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის 13 მაისის N ლ-8- წერილი.

 

3.4. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 მაისის N ლ-93 წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად განიხილეს. შესწავლილი იქნა ადგილზე ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური თანხები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. აგრეთვე განემარტა, რომ აღნიშნული სახის პრობლემების მოსაგვარებლად მისი თხოვნა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნებოდა, თანხის მოძიების შემთხვევაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 23 მაისის N ლ-93 წერილი.

 

3.5. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის N 1----გ/1 წერილით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ეცნობა, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა წერილი 2016 წლის 18 აგვისტოს, რომელიც ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ში მცხოვრებ ნ---- ლ------ის განცხადებას, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციით დახმარების თაობაზე. საკითხი შესწავლილი იქნა ადგილზე ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომდგენელთან ერთად. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებისა და ფულადი დახმარებებისათვის. შესაბამისი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში მოქალაქის თხოვნა შეძლებისდაგავარად გათვალისწინებული იქნებოდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 9 სექტემბრის N 1----გ/1 წერილი.

 

3.6 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 19 ივლისის N ლ-2-- წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული სახლების საკომპენსაციოდ თანხები გაიცემოდა მიზნობრივად საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 20-7 წლის 19 ივლისის N ლ-2-- წერილი.

 

3.7 ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის 2017 წლის 3 ივლისის მოხსენებითი ბარათით გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს ეცნობა, რომ ადგილზე დაათვალიერეს ნ---- ლ------ის სახლი და მისი ფიზიკური ვარგისიანობა. მიუთითეს, რომ მისი საცხოვრებელი სახლი საომარი მოქმედებების დროს დაზიანდა. ჩამონგრეულია კედლები, სახურავი დაზიანებულია მთლიანად. სახლში ცხოვრება შეუძლებელია. განადგურებული ბინებისათვის ნ------ის მოსახლეობის გარკვეული ნაწილს გადაეცა ფულადი კომპენსაცია. ნ---- ლ------ეს არ მიუღია არანაირი დახმარება და ფულადი კომპენსაცია. ამავე ბარათს ერთვის სია იმ მოქალაქეების, რომლებსაც გადაეცათ ფულადი კომპენსაცია. სიაში არ არის ნ---- ლ------ე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ნ------ის ადმინსიტრაციულ , თანდართული სიით.

 

3.8 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ივნისის N ლ-1-- წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად განიხილეს. შესწავლილი იქნა ადგილზე ეკონომიკური განვითარების სპეციალისტების მიერ ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან ერთად. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური თანხები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. აგრეთვე განემარტა, რომ აღნიშნული სახის პრობლემების მოსაგვარებლად მისი თხოვნა შეძლებისდაგავარად გათვალისწინებული იქნებოდა, თანხის მოძიების შემთხვევაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ივნისის N ლ-1-- წერილი.

 

3.9 დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ექსპერტთა კავშირის ექსპერტის მიერ ჩატარდა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ში ნ---- ლ------ის საცხოვრებლ სახლის. ექსპერტიზის დასკვნით, ნ---- ლ------ის მეზობლებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ ნ---- ლ------ის საცხოვრებელ სახლმა დაზიანებები მიიღო 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, მანამდე საცხოვრებელ სახლი ვარგისი იყო საცხოვრებლად. ვიზუალური დათვალიერებისას გაირკვა, რომ საცხოვრებელ სახლს დაზიანებული აქვს სახურავი, კედლები, ფანჯრები, იატაკი დამპალია წლების მანძილზე ჩამოქცეული სახურავიდან ნალექების დენის გამო. საცხოვრებელ სახლის აღდგენა შესაძლებელია და მისი სარეაბილიტაციო თანხა ჯამში შეადგენს 24893-05 ლარს. ხელშეკრულებისა და მიღება-ჩაბარების აქტით საექსპერტო მომსახურების ღირებულება არის 300 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N2/0--- დასკვნა და მისი მასალები.

 

3.10 გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის N10/1/3--- წერილით ნ---- ლ------ეს ეცნობა, რომ მისი განცხადება 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენა-რეაბილიტაციის დახმარების თხოვნით ან ერთჯერადი კომპენსაციის თანხით დაკმაყოფილებისათვის განიხილეს. საკითხი შესწავლილი იქნა ადგილზე გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ გააჩნია შესაბამისი ფინანსური თანხები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად. აგრეთვე განემარტა, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერია მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს მისი თხოვნა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის N 10/1/3--- წერილი.

 

3.11 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 31 იანვრის N01/2-- წერილით გორის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა 2018 წლის 18 იანვრის N368/01 წერილით შესული ნ---- ლ------ის განცხადება, რომელიც ეხება 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენის საკითხს. ეთხოვა, აღნიშნული საკითხის კომპეტენციის ფარგლებში განხილვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 31 იანვრის N01/2-- წერილი.

 

3.12 ნ---- ლ------ის სახელზე ირიცხება უძრავი ქონება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ში, საკადასტრო კოდი 6-.4-.0-.2--. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საცხოვრებელი სახლი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

ამონაწერი საჯარო რეესტრიდან

 

3.13 გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბერის N04/1---- წერილის მიხედვით, ნ---- ლ------ის საცხოვრებელი სახლის, როგორც საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებულის, შემოწმებასთან და მის აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით თანხის გამოყოფოსთან დაკავშირებით არ არის გორის მუნიციპალიტეტის მერიაში დაცული დოკუმენტაცია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 სექტემბერის N04/1---- წერილი.

 

3.14 გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 2010 წლის 6 იანვრის მოხსენებითი ბარათის და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 6 იანვრის Nლ-163 წერილის თანახმად, ნ---- ლ------ის განცხადება დახმარების თხოვნის გამო შეისწავლეს და განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 14 სექტემბრის N179 ბრძანებით ,,2008 წლის აგვისტოს თვეში შიდა ქართლში განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად გორის რაიონის სოფლებში საცხოვრებელი სახლების აღდგენა-რეაბილიტაციის და მდგომარეობის შესწავლის მიზნით“ შექმნილი კომისიის მიერ და დადგინდა რომ განმცხადებელი, ომის შედეგად დაზიანებული ბინის სარეაბლიტაციოდ საჭიროებს დახმარებას, ვინაიდან გორის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით და ითვალისწინებდა გორსა და გორის რაიონში, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციისა და სამშენებლო მასალებით დახმარებას, დამთავრებულია და ასევე გორის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტი მიმდინარე ეტაპზე, მისი თხოვნა უზრუნველყოფილი ვერ იქნებოდა. ეცნობა, რომ საკითხი აყვანილი კონტროლზე, შესაბამისად განმცხადებლის რეკვიზიტები შეტანილია მათ მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ბინების მქონე მოქალაქეების მონაცემთა ბაზაში, შესაძლებლობის შემთხვევაში მისი დაკმაყოფილების მიზნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 2010 წლის 6 იანვრის მოხსენებითი ბარათი.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2010 წლის 6 იანვრის Nლ-163 წერილი.

 

3.15 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ის მცხოვრებთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებში მიუთითეს, რომ ნ---- ლ------ის სახლს, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რუსეთის საჰაერო შეტევისას ქართულ სოფლებზე, დაეცა ჭურვი და დაზიანდა. მათ განმარტეს, რომ სახლი არ იყო ძველი, კარგ მდგომარეობაში იყო მანამდე და საცხოვრებლად ვარგისი. შემდეგ აუნაზღაურეს ზარალი სოფლის დაზიანებული სახლების მესაკუთრეებს, მაგრამ ნ---- ლ------ეს არ დახმარებიან. მისი სახლი ისევ დაზიანებულია და იქ ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

მოწმეთა ჩვენებები.

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე2-ე მუხლი მეორე ნაწილით: თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია. ამავე კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად:

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი არის შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული, მუნიციპალიტეტის ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტში ცვლილების შეტანის, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები განისაზღვრება ამ კანონით, ??????????? ????????? ????????? და სხვა ნორმატიული აქტებით.

ხოლო 98-ე მუხლით განსაზღვრულია სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესები:

1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

3. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტისათვის სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეულის წინადადება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ შესაძლებელია წარედგინოს სხვა თვითმმართველ ერთეულს.

5. სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად შესაბამისი მუნიციპალიტეტისბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია.

იმავე კოდექსის 99-ე მუხლის თანახმად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის საკითხია მოწესრიგებული:

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების საერთო მოცულობის 2 პროცენტს.

3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხას მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით:

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება ადგილობრივი გადასახადები დამოსაკრებლები , მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული დამატებული ღირებულების გადასახადი და საქართველოს კანონმდებლობითადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის განკუთვნილი სხვა შემოსულობები

2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არასაკუთარ შემოსულობებს განეკუთვნება სპეციალური, მიზნობრივი და კაპიტალური ტრანსფერები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსულობები.

 

????? ???????? 67-? ?????? 1-?? ??????? ????????, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად იქმნება სარეზერვო ფონდი, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების მთლიანი ოდენობის 2%-ს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარეზერვო ფონდიდან თანხებს მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, გამოყოფს საფინანსო ორგანო.

ამავე კოდექსის ????? 68. ???? ?????? ??????????? ?????????????? ????????? ?? ?????????? ????????????????? ?????????? ????? :

1. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში იქმნება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა დასასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი , რომლის განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილიწესით და ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად .

2. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის ოდენობა განისაზღვრება წლიური ბიუჯეტით.

საბიუჯეტო კოდექსი 791 მუხლი სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის წესი:

1. სპეციალური ტრანსფერი გამოიყოფა სტიქიური მოვლენების, ეკოლოგიური და სხვა სახის კატასტროფების, საომარი მოქმედებების, ეპიდემიების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების (ზიანის) სალიკვიდაციოდ, აგრეთვე სხვა ღონისძიებების განსახორციელებლად. სპეციალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება. მუნიციპალიტეტმა ტრანსფერი შესაძლებელია გამოყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ხმარდება ტრანსფერის გამცემი მუნიციპალიტეტის მიზნებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია საქართველოს მთავრობას/საქართველოს სამინისტროებს ან/და საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებს მიმართოს ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნ---- ლ------ის, გორის რაიონის სოფელ ზ---- ნ------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის პერიოდში საომარი მოქმედებების დროს არის დაზიანებული. ეს გარემოება ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2008 წლის შემდეგ რამდენჯერმე, ხოლო 2017 წლის ივნისში ეკონომიკური განვითარების სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იქნა შესწავლილი და დადასტურებული. მოსარჩელის სახლის 2008 წლის აგვისტოში რუსეთის საჰაერო შეტევისას ჭურვის დაცემის გამო მიღებული დაზიანებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს იმავე სოფელში მცხოვრებმა მოწმეებმა.

საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N2/0--- დასკვნით დადგენილია, რომ საცხოვრებელ სახლს დაზიანებული აქვს სახურავები, კედლები, ფანჯრები, იატაკი დამპალია წლების მანძილზე ჩამოქცეული სახურავიდან ნალექების დენის გამო. საცხოვრებელი სახლის აღდგენა შესაძლებელია და მისი სარეაბილიტაციო თანხა ჯამში შეადგენს 24893.05 ლარს.

დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულია პროექტი, რომელიც მიმდინარეობდა გაეროს განვითარების ფონდის დახმარებით და ითვალისწინებდა გორსა და გორის რაიონში, საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული ბინების რეაბილიტაციისა და სამშენებლო მასალებით დახმარებას. პროექტი ამჟამად დასრულებულია და ნ---- ლ------ისათვის დახმარება არ გაუწევია.

დადგენილია, რომ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზიანებული სახლების საკომპენსაციოდ თანხები გაიცემოდა მიზნობრივად საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და მსგავსი კომპენსაცია ნ---- ლ------ეს არ მიუღია.

დადგენილია, რომ ომის შემდგომ, განადგურებული ბინებისათვის ნ------ის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს გადაეცა ფულადი კომპენსაცია და შედგენილია სია ამ მოქალაქეების. სიაში ნ---- ლ------ე არ არის.

დადგენილია, რომ ნ---- ლ------ემ, არაერთხელ მიმართა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას(მერიას) დახმარების გაწევისათვის. თავის მხრივ, მერიამ (გამგეობამ) არაერთხელ აცნობა, რომ 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად ან ერთჯერადი კომპენსაციის გაცემის შესახებ შესწავლილი იქნა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდინარე ბიუჯეტში სოციალური პროგრამის ფარგლებში მიზნობრივი ხარჯები მისი თხოვნის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული. მისი თხოვნა გათვალისწინებული იქნებოდა თანხის მოძიების შემთხვევაში. 2010 წელს დამატებით ეცნობა, რომ საკითხი აყვანილია კონტროლზე, შესაბამისად განმცხადებლის რეკვიზიტები შეტანილია მათ მიერ 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული ბინების მქონე მოქალაქეების მონაცემთა ბაზაში, შესაძლებლობის შემთხვევაში მისი დაკმაყოფილების მიზნით.

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი შემთხვევა მოწესრიგებულია ადგილობრივი თვითმმართველობის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და სწორედ ამის მიხედვით უნდა მოხდეს სამართლებრივი შეფასება. კერძოდ, თვითმმართველ ერთეულს მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი ბიუჯეტი, რომლის მომზადების, წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ცვლილების შეტანის, შესრულების, ანგარიშგების და კონტროლის წესები განისაზღვრება ადგილობრივი თვიმმართველობის კოდექსით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით და სხვა ნორმატიული აქტებით. საომარი მოქმედებების დროს გამოიყოფა ფინანსური დახმარების სახით სპეციალური ტრანსფერი თვითმმართველი ერთეულისათვის მთავრობისაგან. ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობას თვითმმართველი ერთეული მიმართავს სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით. ამ მიმართვაში აღინიშნება სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნის საფუძველი და ტრანსფერის მოცულობა.

ამასთან, სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის შესახებ წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისია. ეს უკანასკნელი კი იქმნება სწორედ გაუთვალისწინებელი გადასახდელების დასაფინანსებლად.

აქედან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტს კანონით ევალებოდა, რომ სარეზერვო ფონდით დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, როგორც თავის დროზე შეუსრულებელი ვალდებულება. რადგან მას 2008 წლის ომისაგან დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციოდ გამოყოფილი სპეციალური ტრანსფერისას არ მიუმართავს მთავრობისათვის და სხვა მოქალაქეთა სახლებთან ერთად არ მოხდა ნ---- ლ------ის სახლის აღდგენა. არ უმსჯელია საკუთარი სარეზერვო ფონდიდან აღნიშნული მოვალეობის შესრულების მიზნობრიობაზე და ასევე თუ არასაკმარისი იყო თანხები არ მიმართა შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით საქართველოს მთავრობას ფინანსური დახმარებისათვის, რაც მას ნ---- ლ------ის განცხადების განხილვისას არ გაუკეთებია. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სარეაბილიტაციო სახლების აღდგენის შესწავლა და მიმართვა სწორედ მისი უფლებამოსილებაა და ამიტომ განსახილველ საქმეში იგი წარმოადგენს მოპასუხეს.

ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ ნ---- ლ------ეს განცხადების პასუხად მერია წერილობით განუმარტავდა, რომ მისთვის დახმარების გაწევის საკითხი განხილული იქნებოდა და ფინანსების არსებობის შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა. არც ერთ წერილში, მათ შორის ბოლო პერიოდში მერიას არ განუმარტავს მოსარჩელისათვის, რომ საკითხი მის კომპეტენციაში არ შედიოდა. უფრო მეტიც, 2010 წელს მას აცნობეს, რომ შეყვანილია სარეზერვო სიაში და მისი თხოვნა დაკმაყოფილდებოდა. ამგვარი სია მოძიებული ვერ იქნა მოპასუხის მიერ და შესაბამისად სასამართლოსთვის არ წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ განმარტა, რომ დახმარების გაწევის საკითხი არ წარმოადგენს მათ უფლებამოსილებას, თუმცა იგივე არ უცნობებია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისათვის, რომელსაც 2016 წლის 9 სექტემბრის N 1----გ/1 წერილით აცნობეს, რომ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შევიდა წერილი 20-6 წლის 18 აგვისტოს, რომელიც ეხება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ში მცხოვრებ ნ---- ლ------ის განცხადებას, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაციას ან ერთჯერადი ფულადი კომპენსაციით დახმარების თაობაზე. საკითხი შესწავლილი იქნა ადგილზე ნ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომდგენელთან ერთად. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმდინარე წლის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული თანხები 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსებისა და ფულადი დახმარებებისათვის. შესაბამისი დაფინანსების მოძიების შემთხვევაში მოქალაქის თხოვნა შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული იქნებოდა და არ შეუტყობინებიათ, რომ ეს საკითხი მათ კომპეტენციას ცდებოდა. აღნიშნული საკითხი მოპასუხის განსახილველი რომ არის დასტურდება ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2018 წლის 31 იანვრის N0-/2-- წერილით, რომელიც გორის მუნიციპალიტეტს გადაეგზავნა და ეთხოვა 2018 წლის 18 იანვრის N368/0- შესული ნ---- ლ------ის, 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღდგენის განცხადების კომპეტენციის ფარგლებში განხილვა.

ზ----აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიას ევალებოდა მოცემული საკითხის შესწავლა, განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც გამოხატებოდა თანხების არასაკმარისობის დროს საქართველოს მათავრობისათვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფისათვის მიმართვაში. მან მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა აღნიშნული ვალდებულება, შეისწავლა და დაადგინა, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი სახლი საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა, მაგარმ არ იმსჯელა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესაძლებლობაზე და ასეთი შესაძლებლობის არ ქონის შემთხვევაში არ მიმართა საქართველოს მთავრობას მისი აღდგენის დაფინინასებისათვის.

რაც შეეხება, ნ---- ლ------ისათვის არაერთხელ მიცემულ განმარტებას, რომ ფინანსების მოძიების შემთხვევაში დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა, სასამართლო თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემულია დაპირება - ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. კანონიერი ნდობა ადმინისტრაციული სამართლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, იგი იცავს პირს ადმინისტრაციულ ორგანოს სამართლებრივი შეცდომისა და მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების შეუსრულებლობისაგან. (უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება #ბს-517-514(2k-17). ამ შემთხვევაში მოსარჩელეს წარმოეშვა კანონიერი ნდობა, რომ მის მიერ დაყენებული საკითხი შესრულდებოდა.

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხის სასამართლო სხდომაზე გამოთქმულ პოზიციას, რომ მათ არ ევალებათ აღნიშული საკითხის გადაჭრა, რადგან ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ნ---- ლ------ის განცხადებასა და თხოვნაზე ეს არ განუმარტავთ მოსარჩელისათვის. მაშინ როდესაც ,,საჯაროსამართლებრივ ურთიერთობაში, თანამედროვე მმართველობის სისტემა ადმინისტრაციულ ორგანოებს ავალდებულებს ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე პირთათვის სამართლებრივი კონსულტაციის, სამართლებრივი დახმარების გაწევას, რათა პირისათვის გამარტივდეს ადმინისტრაციასთან ურთიერთობა, კვალიფიციურად მოახდინოს თავისი პროცედურული უფლებების რეალიზების მეშვეობით მატერიალურ-სამართლებრივი უფლებების დაცვა, კანონიერი ინტერესების დაკმაყოფილება.“ (№ბს-687-683(კ-17) 22 თებერვალი, 2018 წელი) საკასაციო სასამართლოს განმარტებით: ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 85-ე მუხლით დადგენილია ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა სამართლებრივი დახმარების გაწევის თაობაზე. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განუმარტოს დაინტერესებულ მხარეს მისი უფლებები და მოვალეობები, გააცნოს განცხადების განხილვის წესი, წარმოების სახე და ვადა. აგრეთვე ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს განცხადება ან საჩივარი, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული ორგანო (წარმოდგენილი საჯარო მოსამსახურის სახით) დაინტერესებული პირისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევისას მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპების საფუძველზე - კანონის წინაშე თანასწორობის, უფლებამოსილების კანონის საფუძველზე განხორციელების, საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის, კანონიერი ნდობისა და საქმის მიუკერძოებლად გადაწყვეტის პრინციპების გათვალისწინებით.“ თუ მოპასუხე თვლიდა, რომ მის კომპეტენციაში არ იყო ამ საკითხის გადაჭრა, მაშინ შესაბამისად უნდა განემარტა მოსარჩელისათვის, რაც ასევე არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს - გორის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 მარტის №10/1/3847 გადაწყვეტილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და დაევალოს 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაზიანებული საცხოვრებელი სახლის(მდებარე გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზ---- ნ------ი, ს/კ 6-.4-.0-.2--) აღსადგენად 24 893.05 (ოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი ლარი და ხუთი თეთრი) ლარის ანაზღაურება.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 100(ასი) ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-4, მე-12, მე-19, 22-ე, 24-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ნ---- ლ------ის სარჩელი მოპასუხე გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ, დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი გორის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 9 მარტის №10/1/3847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

3.გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ნ---- ლ------ისათვის 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზ---- ნ------ში მდებარე (ს/კ 6-.4-.0-.2--) დაზიანებული საცხოვრებელი სახლის აღსადგენად 24 893 (ოცდაოთხი ათას რვაას ოთხმოცდაცამეტი) ლარის და 05 (ხუთი) თეთრის ანაზღაურება.

 

4.მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

5.მოცემულ საქმეზე გორის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 100(ასი) ლარი.

 

6. გადაწყვეტილებაზე შეიძლება სააპელაციო საჩივრის შეტანა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) მხარეთათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის. გორი, ჯორბენაძის ქ. № 30).

 

მოსამართლე: ნინო გერგაული