2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება:
ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად განკარგვა;
ბ) (ამოღებულია - 09.02.2023, №2580);
გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე, რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის;
დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
ე) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე.
3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.
საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის ორგანული კანონი №3977 – ვებგვერდი, 20.07.2015წ.
საქართველოს 2018 წლის 4 მაისის ორგანული კანონი №2279 – ვებგვერდი, 24.05.2018წ.
საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის ორგანული კანონი №2580 – ვებგვერდი, 27.02.2023წ
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.02.2023-ის აქტით. ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 09.02.2023 ორგანული კანონი №2580
- 04.05.2018 ორგანული კანონი №2279
- 08.07.2015 ორგანული კანონი №3977
წინა რედაქცია (19.02.2014 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 104. თავის რეგულირების სფერო1. ეს თავი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ქონების კატეგორიებს, შექმნის წესსა და ქონებრივ უფლებებს (გარდა ბუნებრივი რესურსებისა, რომლებით სარგებლობა და რომელთა ფლობა და განკარგვა მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლობით), აგრეთვე მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის სამართლებრივ, ეკონომიკურ, ორგანიზაციულ საფუძვლებსა და ძირითად პირობებს. 2. ამ თავის მოქმედება არ ვრცელდება: ა) შესყიდვით შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე, თუ შესყიდვის მიზანი იყო შეძენილი საქონლის/მომსახურების შემდგომი განაწილება, დარიგება ან სხვაგვარად განკარგვა; ბ) „ს(ახელმწიფო შღესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე - 09.02.2023, №2580); გ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვაზე, რომელსაც ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის; დ) კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემასთან დაკავშირებულ, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ე) „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ქონების მართვაზე, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემაზე. 3. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლებისათვის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისათვის, მუნიციპალიტეტისათვის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის სარგებლობაში გადაცემული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის შედეგად მიღებული ვარგისი ნაწილებისა და მასალების გასხვისებასა და სხვაგვარ განკარგვას აღნიშნული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის, რემონტის, დემონტაჟის ან ლიკვიდაციის ხარჯების მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარვისათვის ეს ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და პირობებით.