განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310014639396
საქმე №3ბ/601-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი, ნინო პაპინაშვილი
აპელანტი - ბ---- დ-----ე
წარმომადგენელი: ი---- პ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - ქ. თბილისის ი---- რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი: ნ------------ე
მესამე პირი - ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური
წარმომადგენლები: ე--------------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება, საშვებულებო თანხის ანაზღაურება, დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოწინააღმდეგე მხარის - თბილისის ი---- რაიონის გამგეობის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
2.2. მესამე პირის - ქ. თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება.
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ბ---- დ-----ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: 1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; 2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით; 3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და 2014 წლის 1------------------- ბრძანება ბ---- დ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე და მოპასუხეს დაევალა, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, ბ---- დ-----ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა; 5. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; 6. ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით და სხვა სასამართლოს გარეშე ხარჯის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ბ---- დ-----ე ი---- რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2013 წლის 1-------–-- N-- განკარგულებით ი---- რაიონის გ------–------------–---------–-------–--------–---–---, ხოლო ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 1-------–------ განკარგულებით - ი----------------------–------------–--- დაინიშნა.
ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ---------------ს არჩევის შემდეგ ი----------------------–--- ხსენებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი - ვ-------------------–---–ი დაინიშნა.
ი---- რაიონის გ------–-----------ის მ------------–---–------------–-----------–---–ის 2014 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ი---- რაიონის გამგებელს მიეწოდა ინფორმაცია მასზედ, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს ბ---- დ-----ე სამსახურში არ გამოცხადებული. აღნიშნულთან დაკავშირებით 2014 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათით ბ---- დ-----ემ განმარტა, რომ 2014 წლის 3 ოქტომბერს არ იმყოფებოდა სამსახურში მასზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე პროკურატურისათვის მიმართვის გამო.
ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანებით ბ---- დ-----ეს გაფრთხილება გამოეცხადა სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის, რაც გამოიხატა ხელმძღვანელობისათვის შეტყობინების გარეშე სამუშაო დროს სამსახურში არყოფნაში. აღნიშნული ბრძანების თანახმად, იგი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და ,,ზ“ პუნქტების, 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ნანი მუჯირიშვილის 2014 წლის 3 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათისა და ბ---- დ-----ის 2014 წლის 6 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა.
ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა ქ.თბილისის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 18 სექტემბრის წერილით წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნით დადგინდა, რომ: 1. 2013 წლის აგვისტოში ი---- რაიონის გამგეობას ქ.თბილისის მერიამ ავტომანქანა „H-----------” გადასცა, რომლის სახელმწიფო ნომერი იყო B------. აღნიშნული ავტომანქანა 2013 წლის 23 აგვისტოს სამსახურებრივი სარგებლობისათვის გ------–------------–------- დ-----ეს გადაეცა; 2. ბ---- დ-----ისათვის გადაცემულ ავტომანქანაზე მერიის ადმინისტრაციის მიერ გაცემული იყო პლასტიკური ბარათი, რომელზეც ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი იყო დატანილი და შესაბამისი ავტომანქანისათვის ყოველთვიურად განკუთვნილი საწვავი ირიცხებოდა (თვეში 300 ლ); 3. 2013 წლის 27 ოქტომბრის (არასამუშაო დღე - კვირა) ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბ---- დ-----ის სამსახურის ავტომანქანა დაზიანდა და იგი შესაკეთებლად თბილისში, შ-----------------------------ში მდებარე საქმიან ეზოში იქნა გადაყვანილი, სადაც 2014 წლის 17 სექტემბრის მდგომარეობით იმყოფებოდა ვ--–--------------–---–ის ზედამხედველობის ქვეშ. აღნიშნულ პირს, როგორც მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისათვის სამართალდამრღვევად ცნობილ პირს, ავტომანქანის შეკეთება ევალებოდა; 4. 2013 წლის 27 ოქტომბრიდან 2014 წლის 8 სექტემბრის ჩათვლით ბ---- დ-----ის სამსახურის ავტომანქანის ნომრიანი პლასტიკური ბარათიდან 2254 ლიტრი საწვავი გაიხარჯა. ამასთან, 2014 წლის 17 თებერვალსა და 2014 წლის 26 მარტს ბარათის გამოყენების ფაქტები თბილისის ფარგლებს გარეთ - წ---–--------------------------–----------------------------------------–------–- დაფიქსირდა; 5. ქ.თბილისის მერიაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომობილების გამოყენების შესახებ ქ.თბილისის მთავრობის 2----–-–---------–--------------- დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად, ქ.თბილისის რაიონების გამგეობებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანები შეეძლოთ, გამოეყენებინათ. დასახელებული დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ბ---- დ-----ის სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანას წარმოადგენდა და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა, როგორც დადგინდა, ავტომანქანის გამოყენებას და ბარათიდან საწვავის აღებას არასამუშაო დღეებში ჰქონდა ადგილი, აღნიშნული კი მიჩნეულ იქნა სამსახურებრივი სახსრებით ბოროტად სარგებლობად, რამაც ქონებრივად დააზიანა ქ.თბილისის მერია. ამდენად, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტის, 732 მუხლის მე-4 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბ---- დ-----ის ზემოაღნიშნული ქმედებები დისციპლინურ გადაცდომად შეფასდა.
ი---- რაიონის გ------–-----------------------ის მოვალეობის შემსრულებლის - ნ-----------------ს მოხსენებითი ბარათით ი---- რაიონის გამგებელს მიეწოდა ინფორმაცია ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნის თაობაზე, ასევე, ეცნობა, რომ: 1. 2014 წლის 8 სექტემბერს ბ---- დ-----ე 12 სთ-დან არ იმყოფებოდა სამსახურში, რაც მან უარყო. აღნიშნული დარღვევის გამო ბ---- დ-----ეს 2014 წლის 1------------------ ბრძანებით შენიშვნა გამოეცხადა; 2. 2014 წლის 3 ოქტომბერს ბ---- დ-----ე დილიდან არ იმყოფებოდა სამსახურში, რის გამოც მას 2014 წლის 6 ოქტომბრის ბრძანებით გაფრთხილება გამოეცხადა. ხსენებული ბრძანების ბ---- დ-----ისათვის ჩაბარება 2014 წლის 10 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდა სამსახურში მისი ნახვის შეუძლებლობის გამო; 3. 2014 წლის 6 ოქტომბერს შესვენების შემდეგ ბ---- დ-----ე ისევ არ იმყოფებოდა სამსახურში, რაზედაც მას ახსნა-განმარტება არ წარმოუდგენია; 4. 2014 წლის 8 ოქტომბერს ბ---- დ-----ემ გამგებელს წერილით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ უერთდებოდა აქციას და დღის პირველ ნახევარში არ შეასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; 5. 2014 წლის 9 ოქტომბერს ბ---- დ-----ემ გამგებელს წერილით მიმართა, რომლითაც აცნობა, რომ ექიმთან ვიზიტის გამო ვერ შეასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას; 6. 2014 წლის 10 ოქტომბერს ბ---- დ-----ე ისევ არ იმყოფებოდა სამსახურში, რაზედაც ახსნა-განმარტება არ წარუდგენია. მითითებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ბ---- დ-----ე მიზანმიმართულად და წინასწარგანზრახულად არღვევდა გამგეობის შინაგანაწესს და ვალდებულებას, შეესრულებინა საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ასევე, ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ბ---- დ-----ის მიერ სამსახურის სახსრების ბოროტად გამოყენებას, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მერიას.
ქ.თბილისის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 1------------------- ბრძანებით ბ---- დ-----ე გათავისუფლებულ იქნა ი----------------------–------------–ის თანამდებობიდან. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, იგი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ პუნქტის, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის „ა“ და „ზ“ პუნქტების, 731 მუხლის მე-4 პუნქტის, 732 მუხლის მე-4 პუნქტისა და 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 79-ე და 99-ე მუხლების შესაბამისად, ი---- რაიონის გ------–-----------------------ის მოვალეობის შემსრულებლის - ნ-----------------ს 2014 წლის 16 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გამოიცა.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ ბ---- დ-----ემ სამსახურის მატერიალური სახსრები - ავტომანქანა და საწვავი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა და ამით ქ.თბილისის მერიას ზიანი მიაყენა.
ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნისა და მისი მიღებისას შეფასებული დოკუმენტების მიხედვით, ბ---- დ-----ისათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული ავტომანქანა, მისი ბ---- დ-----ის მიერ 2013 წლის 27 ოქტომბერს - კვირას მართვისას, ავტოავარიის შედეგად დაზიანდა და ამ დღის შემდგომ - 2014 წლის 8 სექტემბრამდე შესაკეთებლად იყო გაჩერებული, ამ ავტომანქანაზე განკუთვნილი ბარათიდან ბენზინის ხარჯვას კი 2014 წლის 8 სექტემბრამდე პერიოდში ჰქონდა ადგილი. აღნიშნული გარემოებები არ ყოფილა გამხდარი სადავოდ, თუმცა ვერ იქნება მიჩნეული ბ---- დ-----ის მიერ 2013 წლის 27 ოქტომბერს ავტომანქანის პირადი მიზნებისათვის გამოყენების, ხოლო შემდგომ - ბ---- დ-----ის მიერ ბარათით სარგებლობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. საქმეზე წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს არც ბ---- დ-----ისაგან და არც სხვა პირისაგან მიუღია განმარტება 2013 წლის 27 ოქტომბერს ბ---- დ-----ის მიერ ავტომანქანის გამოყენების მიზანთან თუ სამსახურებრივი საჭიროების არსებობა-არარსებობასთან დაკავშირებით, რაც არსებითია მითითებულ დღეს სამსახურის ავტომანქანით პირადი სარგებლობის ფაქტის დასადგენად. 2013-2014 წლებში ი---- რაიონის გ-------------------------------- - გ----------------–-–---–ის ჩვენებით, ბ---- დ-----ის ავტომანქანის დაზიანების შემდეგ ბარათი მას ჰქონდა და გამგეობის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი საქმიანობისას გამოიყენებოდა (2017 წლის 15 მარტის სხდომის ოქმი, 16:00:36-16:27:53). საქმის მასალებიდან არ ირკვევა, თუ კონკრეტულად ვის მიერ, რომელი ავტომანქანისათვის და რა მიზნით გამოიყენებოდა ბ---- დ-----ის სამსახურის ავტომანქანის ბენზინის ბარათი. ამგვარი გარემოებების კვლევის არარსებობა დაადასტურა ი---- რაიონის გამგეობის წარმომადგენელმაც, როდესაც განმარტა, რომ საწვავის ხარჯვის საკითხი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და შესასწავლად საგამოძიებო ორგანოს გადაეცა (2015 წლის 15 აპრილის სხდომის ოქმი, 17:46:24, 18:04:14-18:06:26). შესაბამისად, ბ---- დ-----ის მიერ სამსახურის მატერიალური სახსრებით პირადი მიზნებისათვის გამოყენება და ამით სამსახურისათვის ზიანის მიყენება სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით უნდა ყოფილიყო დადასტურებული, თუმცა ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა.
ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ---------------ს არჩევის შემდეგ, ი----------------------–--- დანიშნულმა ვ-------------------–---–მა ი----------------------–------------–ე ბ---- დ-----ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება „ე-----------–------–----------------ის“ გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვ-------------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ---- დ-----ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელის განმარტებით, ბ---- დ-----ის მიერ ფარულად წარმოებული, ბ---- დ-----ისა და გამგებლის საუბრის აუდიოჩანაწერებითა და მათზე ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომელიც მიღებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 15 მარტს. კერძოდ, გამგებლის მხრიდან ბ---- დ-----ისადმი დამოკიდებულებას ასახავს კომპაქტდისკზე არსებული ფონოგრამა - „გამგებელი“, რომლიდანაც აღსანიშნავია გამგებლის - ვ-------------------–---–ის შემდეგი მიმართვები ბ---- დ-----ისადმი: „...არც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მოსისხლე მტრები... პირადად არ ვიძახი. ...და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა, ჩვენ, ორი პოლიტიკური გუნდის... ისე როგორ უნდა მოხდეს, რომ ერთი პოლიტიკური გუნდის პროგრამა განვახორციელოთ? ...თქვენ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ არ გვყავს გუნდში ის ხალხი, ვინც ამას თქვენზე უკეთესად განახორციელებს. ნდობის ფაქტორი მეტი იქნება, პროფესიონალიზმი მეტი იქნება და დამსახურებაც მეტი იქნება. ...პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის პროგრამის განხორციელებაზე თქვენ იღებთ? ...მოვიდა ახალი გუნდი? დაიხურე ქუდი და მიხედე შენს საქმეს რა შენს გუნდთან ერთად. მიეცი საშუალება ამ ადამიანებს, განახორციელონ თავიანთი პროგრამა, რითაც მოვიდნენ და რასაც მხარი დაუჭირა ხალხმა“.
სადავო აქტების გამოცემისას არ ყოფილა გამოკვლეული, თუ რა გარემოებით იყო ბ---- დ-----ის სამსახურში გამოუცხადებლობის ცალკეული შემთხვევები განპირობებული, ხომ არ უკავშირდებოდა იგი გამგებლის მხრიდან თანამშრომლობაზე უარს, იყო თუ არა გამგებლის დამოკიდებულება ჩამოყალიბებული საქმის გარემოებების სათანადო შესწავლით. როგორც სასამართლომ დაადგინა, ი---- რაიონის ახალდანიშნულმა გამგებელმა ბ---- დ-----ესთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა მხოლოდ იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ბ---- დ-----ე 2014 წლის მერის არჩევნების შედეგად „ქართული ოცნების“ კანდიდატის მერად არჩევამდე პოლიტიკური გაერთიანება „ე-----------–------–----------------ის“ გუნდში მსახურობდა გამგეობაში. ამდენად, ბ---- დ-----ე ზოგადად მისი კონკრეტული პოლიტიკური გუნდის წევრად აღქმით იქნა შეფასებული და ყურადღება არ ყოფილა გამახვილებული იმაზე, თუ რა ხედვა გააჩნდა მას ახალ ხელმძღვანელთან საქმიანობაზე, რამდენად რეალური იყო ან/და რითი იყო მოტივირებული მისი მზადყოფნა, გაეგრძელებინა მუშაობა, წარადინა თუ არა ახალ ხელმძღვანელთან ამ უკანასკნელის მიერ მოთხოვნილი ანგარიში და ა.შ. საქმეზე დართული, ბ---- დ-----ის მიერ ფარულად წარმოებული აუდიო ჩანაწერების მიხედვით, გამგებელმა მას პირადი ანგარიშის წარდგენის მოთხოვნასა და მის შეუსრულებლობაზე მიუთითა. აპარატის უფროსთან - ნ-----------------სთან საუბრის აუდიოჩანაწერის - „გ--------ს შუამდგომლობის“ მიხედვით, ბ---- დ-----ემ ნ-----------------ს შემდეგი შინაარსის პოზიცია განუცხადა: „...შენ გეუბნები უბრალოდ, ძმაკაცურად იმიტო, რო მე ეს პერიოდი სადამდედაც აქ ვიქნები მე მჭირდება ფინანსურად აქ ყოფნა იქიდან გამომდინარე. ეხლა მე მასთან დიდი ხანი ვერ ვიმუშავეფ. გამორიცხულია“. ამასთან, არ არის სადავო, რომ ბ---- დ-----ე და ახალდანიშნული გამგებელი ვ-------------------–---–ი დაპირისპირებული პოლიტიკური გაერთიანებების მხარდამჭერები იყვნენ და რიგ საკითხებზე მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები შეიძლებოდა ჰქონოდათ, რაც, ბ---- დ-----ის მიერ დაკავებული თანამდებობის ხასიათიდან გამომდინარე, ქმნიდა ეჭვს მისთვის დაკისრებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებისა თუ გამგებელთან რეალური თანამშრომლობის შეუძლებლობაზე.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დეფინიციიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანება და 2014 წლის 1------------------- ბრძანებები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია, რომლებიც ბათილია, თუ ეწინააღმდეგებიან კანონს ან არსებითად დარღვეულია მათი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები, თანახმად ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლისა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანებისა და 2014 წლის 1------------------- ბრძანებების შინაარსიდან გამომდინარე, ამ აქტებით მოსარჩელეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად ჯერ - გაფრთხილება, ხოლო შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლება შეეფარდა. ამდენად, კანონიერების თვალსაზრისით მითითებული ბრძანებების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს ბ---- დ-----ის მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები იყო თუ არა მიღებული კანონმდებლობის დაცვით ან/და არსებობდა თუ არა მათი მიღების საფუძველი.
„ს----------------------–-------------------–------------------------–-----------------------–----------------------------------–----------------------–------------–--------------–---------------------------------------------–--–-------------------–----------------------–----------------------------------------–----------------------------–-------------------–------------------------–--–-------------------------------–-------------------–----------------------------–----------------–----------–------------------–-------------------------–---------------------------–---
საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობანი, რომლებიც ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონსა და სხვა ნორმატიულ აქტებშია რეგლამენტირებული, დიდწილად საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან და საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარეობს.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოსათვის ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, მისი მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ და უზრუნველყოფენ შრომის უფლებას, რომელიც შეიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, საარსებო სახსრები მოიპოვოს საკუთარი შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან თავისუფლად დათანხმდება.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, რომლის თანახმად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ამავე დეკლარაციის 23-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ყველა ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარი შრომის თანაბრად ანაზღაურებისა ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
საგულისხმოა, რომ ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან ქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 158-ე კონვენციით დადგენილ, დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან გაუმართლებლად განთავისუფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტთან და, შესაბამისად, „გონივრული საფუძვლის“ პრინციპთან დაკავშირებით ექსპერტთა კომიტეტმა თავის მოხსენებაში განაცხადა, რომ: „კონვენციის მინიმალური სტანდარტი წარმოადგენს სამი ელემენტის - სამართლიანობისა და თანასწორობის უნივერსალური პრინციპების, ინსტიტუტებისა და პროცედურების ურთიერთშეწყობილ და ჰარმონიულ კომბინაციას.“ იქვე, კომიტეტი აღნიშნულ სტანდარტს განიხილავს, როგორც „აუცილებელს ყველა მუშა-მოსამსახურისათვის“, რომელიც „უზრუნველყოფილ უნდა იქნეს მთელს მსოფლიოში.“
შრომის უფლების შესახებ პირდაპირაა მითითებული გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის ზოგად კომენტარში, რომელიც ნათლად დეკლარირებს სახელმწიფოთა გარდაუვალ ვალდებულებაზე, უზრუნველყონ მისი შესრულება და პატივი სცენ და დაიცვან იგი. გაეროს ხსენებული კომიტეტი აცხადებს, რომ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების პაქტისეული შრომის უფლება აგრეთვე გულისხმობს სახელმწიფოთა ვალდებულებას, რომ მათ „ფიზიკური პირებისათვის უზრუნველყონ უფლება, არ გაათავისუფლონ ისინი სამსახურიდან უსამართლოდ.“ ამავდროულად, გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი შრომის უფლებას აკვალიფიცირებს როგორც „ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც აღიარებულია სხვადასხვა სამართლებრივ ინსტრუმენტში“ და ხაზს უსვამს მის უნივერსალურ ხასიათს.
შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და, საერთოდ, ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. ამ კატეგორიის უფლებების მნიშვნელობის გააზრების საფუძველზე და მათი უზრუნველყოფის მიზნით ჩამოყალიბდა სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციაშიც აისახა. ასეთი უფლებებისა და განვითარების დაცვის გარეშე წარმოუდგენელია სოციალური სახელმწიფოს არსებობა. სწორედ ამ ფუნქციის შესრულებაა სოციალური სახელმწიფოს დანიშნულება.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომა თავისუფალია. დასახელებული ნორმით დაცულია არამარტო უფლება, პირმა აირჩიოს სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელოს, შეინარჩუნოს და დათმოს ეს სამუშაო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება N2/2-389,26.10.2007).
საქართველოს კანონმდებლობა შრომითი უფლების შეზღუდვის მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებს ადგენს და შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს მხოლოდ შესაბამის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების კანონიერად, კეთილსინდისიერად განხორციელების გზით შეუძლია ამის დაშვება.
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, საჯარო სამსახურის პრინციპებია: ა) საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება; ბ) ??????????? ????????????? და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას; გ) ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა; დ) საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად; ე) მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) საქვეყნოობა; ზ) საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი; თ) მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა; ი) მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა (კანონის მე-13 მუხლი).
დასახელებული კანონი მოხელის სამსახურებრივ გადაცდომად და მის მიმართ სამსახურებრივ უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის - სახდელის დაკისრების საფუძვლად მიიჩნევს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებას ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნას; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართულს უღირს საქციელს (ბრალეული ქმედებას), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ („საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლი). მითითებული გადაცდომების ჩადენისას მოხელეს სახდელის სახით შეიძლება გამოეცხადოს შენიშვნა, მიეცეს გაფრთხილება, დაუკავდეს არაუმეტეს 10 დღის ხელფასი, მოხელე ჩამოშორებულ იქნეს სამსახურიდან ხელფასის შეჩერებით 10 დღემდე ვადით, გადაყვანილ იქნეს უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობაზე ან გათავისუფლდეს სამსახურიდან (79-ე მუხლი).
მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება დისცილინური გადაცდომისას დაიშვება, თუ მის მიმართ მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომა ან ამის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს (99-ე მუხლი).
ნებისმიერ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი მოსამსახურის პიროვნების შეფასებისა და თანამდებობაზე მისი დატოვებით მოსალოდნელი შედეგების შეფასების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში მიღებული სტანდარტიდან გამომდინარე, მოხელის გათავისუფლებას მხოლოდ იმგვარი დასკვნა შეიძლება განაპირობებდეს, რომ მასთან შრომითი-სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება უარყოფითად აისახება სამსახურის საქმიანობაზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკი - ქართული ოცნების მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ---------------ს არჩევის შემდეგ ი----------------------–--- დანიშნულმა ვ-------------------–---–მა ი----------------------–------------–ე ბ---- დ-----ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება ე-----------–------–----------------ის გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, გამგებლის - ვ-------------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ---- დ-----ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს, რომ ბ---- დ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მისი პოლიტიკური გაერთიანება ე-----------–------–----------------ის გუნდის წევრად მიჩნევა გახდა. ამასთან, თანამშრომლობაზე ხელმძღვანელის უარის პირობებში სამსახურში გამოუცხადებლობის ფაქტები ვერ მიიჩნევა არსებით გადაცდომად, რაც შეეხება ბ---- დ-----ის მიმართ ჩატარებული წარმოებით გამოვლენილ სხვა გარემოებებს, ისინი სასამართლომ არ ჩათვალა დადასტურებულად.
სასამართლომ განმარტა, რომ თანასწორობის იდეა და პრინციპები დღეს მოქმედ მრავალ საერთაშორისო სამართლის აქტში, ისევე, როგორც საქართველოს კანონმდებლობაში განმტკიცებულია. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი - დისკრიმინაციის აკრძალვა, ადგენს, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს. ადამიანები თანასწორნი არიან იმ უფლებებით სარგებლობაში, რომლებსაც კონვენცია ადამიანის წარუვალ უფლებებად მიიჩნევს. მოგვიანებით, კონვენციის მე-12 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით, ასეთივე თანასწორობა დადგინდა არა მხოლოდ კონვენციით გარანტირებული უფლებებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ხელშემკვრელი სახელმწიფოს ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობის დროს.
დისკრიმინაციის აკრძალვის სამართლის მიზანია, საშუალება მიეცეთ ინდივიდებს, რომ თანაბრად და თანასწორად მიუწვდებოდეთ ხელი საზოგადოებაში არსებულ შესაძლებლობებზე. ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, აკრძალულია როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი დისკრიმინაცია.
საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისი უფლების განხორციელების ცალკეულ ნორმებს ადგენს.
დასახელებული კანონის მე-2 მუხლით განმარტებულია, რომ პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად; ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.
ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს. ამავე კანონის მიხედვით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა, და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს ორგანული კანონის - ,,შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის თანხმად, შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დისკრიმინაციად ჩაითვლება პირის პირდაპირ ან არაპირდაპირ შევიწროება, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას, ანდა პირისთვის ისეთი პირობების შექმნა, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ აუარესებს მის მდგომარეობას ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირთან შედარებით.
ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვასთან დაკავშირებული სტანდარტები კრძალავს ყველა სახის განსხვავებულ მოპყრობას. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფომ, მოხელის სახით, ვინმეს მიმართ განახორციელა განსხვავებული მოპყრობა, მაშინ ამ განსხვავებულ მოპყრობას თან უნდა სდევდეს ,,ობიექტური და გონივრული გამართლება“. ხოლო, იმისათვის, რომ განსხვავებული მოპყრობა გამართლებულად ჩაითვალოს პირველ რიგში იგი უნდა ემსახურებოდეს კანონიერი მიზნის მიღწევის ინტერესებს და დაცული უნდა იყოს გონივრული პროპორციულობა მისაღწევ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებებს შორის, ანუ მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალებები უნდა იყოს აუცილებელი და შესაფერისი (დისკრიმინაციის ტესტი).
სახელმწიფოებს ეკისრებათ ნეგატიური ვალდებულება, თანასწორად მოეპყრან თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს და შესაბამისად, მისი როლი, ვალდებულება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის პრევენციის ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში.
განსხვავებული მოპყრობის ობიექტურ და გონივრულ გამართლებასთან დაკავშირებით ნამდვილად შეიძლება იმის მტკიცება, რომ დემოკრატიულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, რომელსაც საქართველო აშენებს, სახეზე არ არის და არც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე პირის მიმართ განსხვავებული მოპყრობის ლეგიტიმური მიზანი. რადგან არ არსებობს ლეგიტიმური მიზანი, არ არსებობს პროპორციაც განსხვავებულ მოპყრობასა და არარსებულ მიზანს შორის. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე კი, შეუძლებელია მხოლოდ პოლიტიკური შეხედულების გამო განსხვავებული მოპყრობის მოქცევა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციის ფარგლებში.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ბ---- დ-----ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც ბ---- დ-----ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისდამი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისი მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი. ამდენად, ხსენებული აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, როგორც სასამართლომ დაადგინა, ბ---- დ-----ის მიმართ დისცილინური წარმოებისას სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული საქმის გარემოებები, რამეთუ სადავო გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა ბ---- დ-----ის მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით ზოგადი შეფასებით.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები).
სასამართლომ, ასევე, განმარტა, რომ ჯეროვანი ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი _ უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანება გაფრთხილების გამოცხადების შესახებ და 2014 წლის 1------------------- ბრძანება ბ---- დ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილად იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხეს დაევალოს, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ბ---- დ-----ის მიმართ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენება გამორიცხავს მოცემულ სტადიაზე სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნების საფუძვლიანობის განხილვა-გადაწყვეტის პროცესუალურ შესაძლებლობას და აღნიშნულზე უნდა იმსჯელოს მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას.
საჯარო მოხელის უფლებას, ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 41-ე მუხლი განსაზღვრავს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდა ეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება.
1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.
„ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.
ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ - უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება (სუსგ Nბს-98-91(კ-13).
„ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა. სასამართლო დაეთანხმა №ას-836-1122 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას და მიიჩნია, რომ იგი სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ---- დ-----ეს თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შეეზღუდა შესაბამისი აქტის გამოცემის დროისთვის - 2014 წელს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება, თანამდებობიდან გათავისუფლება კი სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამდენად, ბ---- დ-----ეს შვებულებით სარგებლობის უფლება კანონის დარღვევით შეიზღუდა, რის გამოც მოპასუხე ვალდებულია, ბ---- დ-----ეს აუნაზღაუროს 2014 წელს გამოუყენებელი შვებულება. რაც შეეხება 2014 წლამდე შვებულებას, მის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამის პერიოდში მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, სადავო აქტები ვერ ჩაითვლება 2014 წლამდე არსებული შეზღუდვის განმაპირობებელ აქტებად, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ყველასათვის გარანტირებულია სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.
დისკრიმინაციის დადასტურების პირობებში ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი დისკრიმინაციის მსხვერპლს მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების უფლებას ანიჭებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც ეს მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია, აანაზღაუროს დამდგარი ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს მოსამსახურე სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებს პასუხს.
მითითებული ნორმებიდან გამოდინარე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, თუ იგი მიყენებულია ამ ორგანოს სახელმწიფო მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევის შედეგად. ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზიანი შესაძლოა იყოს ქონებრივი (მატერიალური) და არაქონებრივი (მორალური). სამართალდარღვევის მატერიალური შედეგი, რომელსაც აქვს ღირებულებითი ფორმა მიიჩნევა მატერიალურ ზიანად, ხოლო პირის არაქონებრივ უფლებათა შეზღუდვასთან დაკავშირებული ზიანი - მორალური ზიანად. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით, მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ექვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც, მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა. მორალური ზიანი უკავშირდება როგორც უშუალოდ დისკრიმინაციულ მოპყრობას და ამის ნიადაგზე სამსახურიდან გათავისუფლების მომენტს, ასევე მორალური ზიანი შესაძლოა დადგეს მოგვიანებით, ხანგრძლივი უმუშევრობის მდგომარეობის, აქტიური ცხოვრების შეუძლებლობის, ცხოვრების წესის და რითმის შეცვლის, დათრგუნულობის, გაურკვევლობის, ცხოვრების ხალისის დაქვეითების, ნერვული დაძაბულობის, არასრულფასოვნების კომპლექსის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ არაქონებრივი ზიანი, თავისი ბუნებით, არ წარმოადგენს დაზარალებულისთვის რაიმე მატერიალური დანახარჯის კომპენსაციის წყაროს. იგი მიეცემა დაზარალებულს სულიერი ტანჯვის საკომპენსაციოდ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მატერიალური და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად სიმბოლურ თანხას ითხოვს, რაც ცხადყოფს მის მიზანს - დადასტურებლად ჩაითვალოს ასეთი ზიანის დადგომის ფაქტი. დისკრიმინაციული საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი უდავოდ წარმოშობს რა როგორც მატერიალურ, ასევე მორალურ ზიანს, მოსარჩელის შესაბამისი მოთხოვნაც საფუძვლიანია და უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.
4.1. ბ---- დ-----ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის აზრით, სასამართლომ არ იმსჯელა საქმის ძირითად ნაწილსა და სადავო საკითხზე მაშინ, როდესაც დაადგინა ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტი, რისთვისაც მოპასუხეს დაეკისრა ზიანის ანაზღაურება. აპელანტი აღნიშნავს, სარჩელის წარდგენის ძირითადი მიზანი სწორედ სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება იყო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის სასარგებლოდ დაადგინა, არ გადაწყვიტა არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხი. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-601 მუხლი. მართალია, სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო აქტები ბათილად უნდა იქნას ცნობილი, თუმცა მოპასუხეს საქმის დამატებითი გამოკვლევა და შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას ითხოვს.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სსკ-ის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო, ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო არსებითად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე. ამასთანავე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს ნაწილობრივ მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, არასწორად განმარტა კანონი, რამაც საბოლოოდ არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა პირველი ინსტანციის სასამართლო, რაც განაპირობებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ბ---- დ-----ის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება, რის საფუძველზეც მოსარჩელე სამსახურში აღდგენას, განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას ითხოვს. კერძოდ, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება გამოწვეულია პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხის გადაწყვეტა პირდაპირ და უშუალოდ უკავშირდება და გამომდინარეობს ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენიდან. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტის დადგენა ავტომატურად გადაწყვეტს სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ ბედს, რამდენადაც პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენა სასამართლოს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილად იმსჯელოს მოსარჩელის დისციპლინური გადაცდომის არსებობა-არარსებობის საკითხზე და მის თანმდევ შედეგებზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კი სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა. კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენს ბ---- დ-----ის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველზე მიღებულ აქტებს, რომელმაც ბ---- დ-----ე არახელსაყრელ მდგომარეობაში ჩააყენა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერისა თუ მისდამი სიმპათიის გამო ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უპარტიო თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებთან) შედარებით და ამგვარ მოპყრობას არ გააჩნდა ლეგიტიმური მიზანი. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციული მოპყრობიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების თაობაზე და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა მხოლოდ ბ---- დ-----ის მიერ, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა თბილისის ი---- რაიონის გამგეობის მიერ. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 384-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. მითითებული კოდექსის 264-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. პალატა აღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, განმარტავს, რომ სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით, სააპელაციო სასასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ამოწმებს მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში. თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება სრულად გასაჩივრებული, ის ნაწილი, რომელიც არ გასაჩივრდა, შედის კანონიერ ძალაში და იქნება შესასრულებლად სავალდებულო. ამავდროულად, დაუშვებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აპელანტის საუარესოდ შებრუნება, რაც ემსახურება აპელანტის ინტერესების დაცვას და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ გასაჩივრებულ ნაწილში განხილვას. შესაბამისად, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება გამგეობას არ გაუსაჩივრებია, არამედ მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში არის გასაჩივრებული ბ---- დ-----ის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს დისკრიმინაციიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების ნაწილში და პალატა ვერ იმსჯელებს დისკრიმინაციის ფაქტის არსებობაზე, რამდენადაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია მოპასუხის მიერ ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელება. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ, მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელების ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის პირობებში, უნდა შეაფასოს ბ---- დ-----ისთვის გაფრთხილების გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი.
სადავო პერიოდში საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს ადგენდა, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებდა, მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავდა 1997 წლის პირველი დეკემბრიდან მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველო კანონი, რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის პირველი ივლისიდან.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი განმარტავდა დისციპლინურ გადაცდომას, კერძოდ, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ხსენებული რედაქციის 79-ე მუხლი ადგენდა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს. მითითებული მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა - არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
მითითებული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 99-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა განმარტავს, რომ საჯარო მოხელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება მხოლოდ კონკრეტულ ფაქტობრივ-სამართლებრივ გარემოებებს უნდა ეფუძნებოდეს, რომელთა არსებობაც შესაძლებელს ხდის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას. გარდა იმისა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისთვის დასაქმებულმა უნდა დაარღვიოს კონკრეტული ვალდებულება, ჩაიდინოს უღირსი საქციელი თუ ზიანი მიაყენოს საჯარო სამსახურს, აუცილებელია, რომ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე იყოს ჩადენილი ქმედების შესაბამისი და პროპორციული. სწორედ ამიტომ, პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესახებ აქტი უნდა იყოს დასაბუთებული, საფუძვლიანი. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლებას, იგი წარმოადგენს მოხელის მიმართ გამოსაყენებელი დისციპლინური სანქციის უკიდურეს ზომას, რომელიც გამოიყენება, თუკი მოხელის მიმართ უკვე მოქმედებს, თუნდაც ერთი ნაკლებად მკაცრი დისციპლინური სახდელი. გამონაკლის შემთხვევას კი წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობების უხეში დარღვევა, რაც იძლევა საფუძველს მოხელე პირველივე დარღვევაზე სამსახურიდან გათავისუფლდეს. ამრიგად, აუცილებელია, რომ არსებობდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული ფაქტობრივი საფუძველი, რომელსაც შესაბამისმა პირმა უნდა მისცეს სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია და გამოიყენოს ყველაზე შესაბამისი სანქცია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული პრინციპების დაცვა აუცილებელია პირის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია შრომის თავისუფლება. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11-------–-- №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებას იცავს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი, ხოლო სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის განხორციელების უფლებას - საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის №3/2/717 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს, რომ სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით. აღნიშნული დებულება „ადგენს სახელმწიფო სამსახურის განხორციელების კონსტიტუციურ საფუძვლებს. ამასთან, ... ამ თანამდებობრივი უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელებისა და თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისაგან დაცვის გარანტიებს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11-------–-- №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-1).
სადავო შემთხვევაში ბ---- დ-----ეს გამოეცხადა გაფრთხილება, შემდგომში კი გათავისუფლდა სამსახურიდან იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ბ---- დ-----ის სარგებლობაში გადაცემული ავტომანქანა ოპერატიული დანიშნულების ავტომანქანას წარმოადგენდა და მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად უნდა ყოფილიყო გამოყენებული, თუმცა ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით, ავტომანქანის გამოყენებას და ბარათიდან საწვავის აღებას არასამუშაო დღეებში ჰქონდა ადგილი, აღნიშნული კი მიჩნეული იქნა სამსახურებრივი სახსრებით ბოროტად სარგებლობად, რამაც ქონებრივად დააზიანა ქ.თბილისის მერია. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნა, რომ ბ---- დ-----ე მიზანმიმართულად და წინასწარგანზრახულად არღვევდა გამგეობის შინაგანაწესს და ვალდებულებას, შეესრულებინა საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ასევე, ქ.თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 8 ოქტომბრის დასკვნიდან გამომდინარე, ადგილი ჰქონდა ბ---- დ-----ის მიერ სამსახურის სახსრების ბოროტად გამოყენებას, რამაც ქონებრივი ზიანი მიაყენა მერიას. პალატა განმარტავს, მართალია, გასაჩივრებული აქტების გამოცემის საფუძვლად მითითებულია აპელანტის მიერ გარკვეულ ვალდებულებათა დარღვევა და გამგეობისთვის ზიანის მიყენება, თუმცაღა გასაჩივრებული ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ და 2014 წლის 1------------------- ბრძანებების კანონიერების შემოწმებისას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობას. როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, ქ.თბილისის მერის 2014 წლის 15 ივლისის არჩევნების შედეგად ქ.თბილისის მერად საარჩევნო ბლოკის - „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატის - დ---------------ს არჩევის შემდეგ, ი----------------------–--- დანიშნულმა ვ-------------------–---–მა ი----------------------–------------–ე ბ---- დ-----ესთან, როგორც არჩევნებამდელი ხელისუფლების წევრთან, თანამშრომლობაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ იგი პოლიტიკური გაერთიანება „ე-----------–------–----------------ის“ გუნდში იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვ-------------------–---–ის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბ---- დ-----ისათვის შეთავაზებას, თავისი ინიციატივით დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას სხვა გზით უზრუნველყოფდა. დასახელებული გარემოება დასტურდება მოსარჩელის განმარტებით, ბ---- დ-----ის მიერ ფარულად წარმოებული, ბ---- დ-----ისა და გამგებლის საუბრის აუდიოჩანაწერებითა და მათზე ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომელიც მიღებულია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ 2016 წლის 15 მარტს. კერძოდ, გამგებლის მხრიდან ბ---- დ-----ისადმი დამოკიდებულებას ასახავს კომპაქტდისკზე არსებული ფონოგრამა - „გამგებელი“, რომლიდანაც აღსანიშნავია გამგებლის - ვ-------------------–---–ის შემდეგი მიმართვები ბ---- დ-----ისადმი: „...არც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით მოსისხლე მტრები... პირადად არ ვიძახი. ...და თქვენ როგორ ფიქრობთ ეხლა, ჩვენ, ორი პოლიტიკური გუნდის... ისე როგორ უნდა მოხდეს, რომ ერთი პოლიტიკური გუნდის პროგრამა განვახორციელოთ? ...თქვენ რატომ გგონიათ, რომ ჩვენ არ გვყავს გუნდში ის ხალხი, ვინც ამას თქვენზე უკეთესად განახორციელებს. ნდობის ფაქტორი მეტი იქნება, პროფესიონალიზმი მეტი იქნება და დამსახურებაც მეტი იქნება. ...პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩვენი გუნდის პროგრამის განხორციელებაზე თქვენ იღებთ? ...მოვიდა ახალი გუნდი? დაიხურე ქუდი და მიხედე შენს საქმეს რა შენს გუნდთან ერთად. მიეცი საშუალება ამ ადამიანებს, განახორციელონ თავიანთი პროგრამა, რითაც მოვიდნენ და რასაც მხარი დაუჭირა ხალხმა“. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებულია მოსარჩელის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის განხორციელება.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად იმსჯელა მე-14 მუხლის კონსტიტუციურ სამართლებრივ შინაარსზე საქმეზე „მოქალაქეები - ჯანო ჯანელიძე, ნინო უბერი, ელეონორა ლაგვილავა და მურთაზ თოდრია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება no. 2/7/219, § 1). საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ,,კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი გულისხმობს ყველა იმ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების თანაბრად აღიარებას და დაცვას, რომელიც იმყოფება თანაბარ პირობებში და კანონით განსაზღვრული საკითხის მიმართ აქვს ადეკვატური დამოკიდებულება. აღნიშნული პრინციპი მოიცავს ხელისუფლების საკანონმდებლო საქმიანობის სპექტრს, რათა მოხდეს თანაბარ პირობებსა და გარემოებებში მყოფი ინდივიდებისათვის თანაბარი პრივილეგიების მინიჭება და თანაბარი პასუხისმგებლობის დაკისრება. განსხვავებული საკანონმდებლო რეგულირება, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში არ ჩაითვლება კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დარღვევად. კანონმდებელს უფლება აქვს, კანონით განსაზღვროს განსხვავებული პირობები, მაგრამ ეს განსხვავება უნდა იყოს დასაბუთებული, გონივრული და მიზანშეწონილი. ამასთან, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დიფერენცირებულობის თანაბარი დონე ერთსა და იმავე პირობებში მყოფი სუბიექტებისათვის.”
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანასწორობის პრინციპი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სამართლებრივ პრინციპს, საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით გარანტირებულ უფლებას, რომლის დაუცველობაც იმთავითვე იწვევს პირთა სხვა უფლებების დარღვევას. სწორედ ამიტომ, თანასწორობის უფლებაში ნებისმიერი გაუმართლებელი ჩარევა მიიჩნევა რა დისკრიმინაციად, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს აცლის დისკრიმინაციული ქმედების თანმიმდევრულ, მის შედეგად განხორციელებულ სხვა ქმედებებსაც. შესაბამისად, ბ---- დ-----ის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც აპელანტს ჯერ მიეცა გაფრთხილება, ხოლო მისი სამსახურიდან გათავისუფლებით განხორციელებულ დისკრიმინაციულ ქმედებას დასრულებული სახე მიეცა, წარმოადგენს ბ---- დ-----ისათვის გაფრთხილების გამოცემის შესახებ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანებისა და ბ---- დ-----ის ი----------------------–------------–ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 1------------------- ბრძანების უკანონოდ მიჩნევის უპირობო საფუძველს. პალატა განმარტავს, შესაძლებელია, რომ პირის მიმართ არ განხორციელდეს დისკრიმინაციული მოპყრობა, თუმცა მისი სამსახურიდან გათავისუფლება იყოს უკანონო, მაგრამ თუკი პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დადგინდება, მოცემული ავტომატურად გულისხმობს პირის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ აქტის უკანონობასაც. სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევას ჰქონდა ადგილი ბ---- დ-----ის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა, რადგან „მითითებული ნორმით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელია სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-861-853(კ-16)). „სასკ-ის 32.4 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რაიმე ფაქტობრივი გარემოება და სასამართლო წარმოების ფარგლებში ვერ ხერხდება სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან მისი დადგენა მნიშვნელოვან სირთულეებთან არის დაკავშირებული.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-380-375(2კ-16)). სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებები და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებათა გამოკვლევა სავსებით შესაძლებელს ხდის სადავო საკითხის არსებითად გადაწყვეტას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბასამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დისკრიმინაციული მოპყრობის არსებობის ფაქტის დადგენიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანება ბ---- დ-----ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ, ასევე, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 1------------------- ბრძანება ბ---- დ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 112-ე მუხლი პირს ანიჭებს შესაბამისი მოთხოვნის უფლებას სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლების შემთხვევაში. მითითებული მუხლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. ამავე კანონის 127-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან განთავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 27 სექტემბრის Nბს-234-234(2კ-18) განჩინებაზე, რომელშიც „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 118-ე მუხლთან დაკავშირებით, „საკასაციო სასამართლო, უპირველესად, განმარტავს, რომ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილობის შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება მოხელის თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე არ წარმოადგენს ექკლუზიურ, გამომრიცხველი ხასიათის კომპეტენციას. აღნიშნული ვალდებულების ექსკლუზიურობას არ ადგენს არც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც სხვა რომელიმე საკანონმდებლო აქტი. შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოსათვის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით მხოლოდ აღნიშნული ვალდებულების დაკისრების ფაქტი არ გულისხმობს სასამართლო კომპეტენციის გამორიცხვას, იმსჯელოს მოსარჩელის პირვანდელ, უფლების შელახვამდე არსებულ მდგომარეობაში აღდგენის საკითხზე და გადაწყვიტოს იგი.“
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, ბ---- დ-----ე აღდგენილი უნდა იქნეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი----------------------–------------–ის თანამდებობაზე, ამასთანავე, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ---- დ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
რაც შეეხება გამოუყენებელი შვებულების ნატურით ანაზღაურების შესახებ მოთხოვნას, სადავო პერიოდში მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 41-ე მუხლი განსაზღვრავდა საჯარო მოხელის უფლებას ყოველწლიურად ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით. 1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით, ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება. „ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლების განხორციელებისას, კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს გააჩნია აქტიური სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არათუ ხელი არ უნდა შეუშალოს აღნიშნული უფლებით სარგებლობას, არამედ - უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ფასიანი შვებულებით სარგებლობის შესაძლებლობა. ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უზრუნველყოს დასაქმებულთა მიერ ამ უფლების სამართლიანი რეალიზება.“ (სუსგ Nბს-98-91(კ-13).
„ფასიანი შვებულების შესახებ“ კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გადაწყვიტა საკითხი შვებულების ანაზღაურების ნაწილში. კერძოდ, დასტურდება, რომ ბ---- დ-----ეს თანამდებობიდან გათავისუფლების გამო შეეზღუდა შესაბამისი აქტის გამოცემის დროისთვის - 2014 წელს გამოუყენებელი შვებულებით სარგებლობის უფლება, თანამდებობიდან გათავისუფლება კი სასამართლომ უკანონოდ ცნო. ამდენად, ბ---- დ-----ეს შვებულებით სარგებლობის უფლება კანონის დარღვევით შეიზღუდა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა ამ ნაწილში დააკმაყოფილა. რაც შეეხება 2014 წლამდე შვებულებას, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ მის შეზღუდვასთან დაკავშირებით შესაბამის პერიოდში მოსარჩელეს პრეტენზია არ განუცხადებია, ამასთან, სადავო აქტები ვერ ჩაითვლება 2014 წლამდე არსებული შეზღუდვის განმაპირობებელ აქტებად, ასეთი შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში.
აპელანტმა ასევე მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემა სამსახურში აღდგენასა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების სრულად თუ ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ („გ“ ქვეპუნქტი); უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ („დ“ ქვეპუნქტი). ამდენად, კონკრეტული კატეგორიის დავებისადმი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობას. საქმეზე დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენასა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება ამ ნაწილში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბ---- დ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდება ნაწილობრივ. კერძოდ, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ და 2014 წლის 1------------------- ბრძანებები; ბ---- დ-----ე აღდგენილი უნდა იქნეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი----------------------–------------–ის თანამდებობაზე. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას კი მოსარჩელე ბ---- დ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. ამასთანავე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა, უნდა დარჩეს უცვლელი.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლისა და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელე ითხოვს საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას, რაც გასწია ადვოკატის მომსახურების მისაღებად, მინდობილობის შესადგენად, სასამართლოში წარმოსადგენი მტკიცებულებების მომზადების, მიღების, სასამართლოში გადმოგზავნის, სხდომაზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად ტრანსპორტირების მიზნით, ასევე, ითხოვს სასამართლოში მოცდენილი დროის ანაზღაურებას.
მოსარჩელის ინტერესები პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოებში ი---- პ-------–---–მა წარმოადგინა. წარმომადგენლის მომსახურების ანაზღაურებასა თუ მის ოდენობასთან დაკავშირებით მოსარჩელეს ხელშეკრულება ან/და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგებია, თუმცა აღნიშნული არ მეტყველებს იმაზე, რომ მოსარჩელე წარმომადგენლის მომსახურებას არ ღებულობს ან ასეთი მომსახურება უსასყიდლოა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 710-ე მუხლის შესაბამისად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას - ჩვეულებრივი გასამრჯელო. ამრიგად, მოსარჩელის მიერ მისი წარმომადგენლისაგან სამართლებრივი დახმარების მიღების ფაქტი ქმნის შესაბამისი ხარჯის რეალურობის გონივრულ პრეზუმფციას და მოსარჩელის მოთხოვნა ადვოკატის ხარჯის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გონივრულ ფარგლებში უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს ასევე არ წარმოუდგენია სარჩელის, წერილობითი განცხადებებისა და შუამდგომლობების მომზადებაზე გაწეული, საფოსტო კავშირისათვის, მგზავრობისა და კვებისათვის გაწეული ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები. დადგენილია მხოლოდ რწმუნებულების მომზადებაზე გაწეული ხარჯი - საქმეზე დართული რწმუნებულებით ირკვევა, რომ მასზე მოსარჩელემ 12 ლარის ხარჯი გასწია. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სავარაუდო ხარჯების გათვალისწინებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფარგლებში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ---- დ-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 389-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ---- დ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. ბ---- დ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 6------------------ ბრძანება ბ---- დ-----ისათვის გაფრთხილების გამოცხადების შესახებ.
3.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგებლის 2014 წლის 1------------------- ბრძანება ბ---- დ-----ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.
3.3. ბ---- დ-----ე აღდგენილი იქნეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი----------------------–------------–ის თანამდებობაზე.
3.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 17 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მიუღებელი განაცდური ყოველთვიურად მისაღები თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
4. მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლად აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე სამსახურში აღდგენასა და 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს და გადაწყვეტილება ამ ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისრა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მორალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით, ასევე დისკრიმინაციული მოპყრობის გამო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 1 ლარის ოდენობით და 2014 წლის გამოუყენებელი შვებულების თანხის გადახდა, დარჩეს უცვლელი.
6. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ი---- რაიონის გამგეობას მოსარჩელე ბ---- დ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება 2700 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 12 (თორმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
8. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი