ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №38 |
|
2018 წლის 11 აპრილი ქ. ბათუმი |
|
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის განკარგვის წესი (შემდგომ – წესი) მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის განსაზღვრას.
ა) სტიქიური, ბუნებრივი და სხვა საგანგებო ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო და ინფრასტრუქტურის აღდგენის ღონისძიებები;
ბ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლების აღდგენა, რეაბილიტაცია და მშენებლობა;
გ) სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ქირის საფასურის გადახდა.
დ) ხარჯები დაავადებულ პირთა მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის;
ე) ხარჯები მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის;
ვ) ავარიული შენობების მესაკუთრეებთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, საკუთრებაში არსებული ფართის მონაცვლეობის საკომპენსაციო ხარჯები;
ზ) ღონისძიებები, როცა რეაგირების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესებს, ქონებას ან ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას.
ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო;
ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურად დაუცველ და სხვა პირთა მატერიალური დახმარების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო.
2. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს საბჭოს შემადგენლობას და მუშაობის წესს.
3. საბჭოს თავმჯდომარეობს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი ან მის მიერ განსაზღვრული თანამდებობის პირი, ხოლო საბჭოს წევრთა შემადგენლობაში შედიან ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირები/მოხელეები და საკრებულოს წევრები.
4. საბჭოს ჰყავს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
5. საბჭოს ჰყავს სხდომის მდივანი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, დახმარების გაწევისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის საკითხის განსახილველად.
7. საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე საბჭოს წევრი.
8. საბჭო უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებების და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ წესთან და მოქმედ კანონმდებლობასთან;
ბ) იმსჯელოს სარეზერვო ფონდიდან გასაწევი დახმარების თანხის ოდენობაზე და რეკომენდაციის სახით მიიღოს გადაწყვეტილება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის ან თანხის გამოყოფაზე უარის თქმის შესახებ. საბჭოს გადაწყვეტილება წარედგინება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
9. საკითხის განხილვისას საბჭო უფლებამოსილია გამოითხოვოს მასალები, ცნობები ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის აუცილებლობას. საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია მისცეს დავალება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეს, რათა განსახილველი საკითხის ირგვლივ კომპეტენციის ფარგლებში მოიძიოს მასალები საბჭოს სხდომაზე განსახილველად.
10. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში საბჭოს წევრი მონაწილეობას არ იღებს საკითხის განხილვაში.
ა) მატერიალური დახმარების თანხა შესაძლებელია გაიცეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირზე;
ბ) მატერიალური დახმარების თანხის ოდენობა დიფერენცირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სიღატაკის ზღვრის მაჩვენებლების შესაბამისად;
გ) 5000 (ხუთი ათასი) ლარზე მეტი ზიანის შემთხვევაში დაზარალებულ ოჯახებზე დახმარების საკითხი განსახილველად ეგზავნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი დადგენილებით შექმნილ სამთავრობო კომისიას.
2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) მატერიალური დახმარება შესაძლებელია გაიცეს: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე; ომის ვეტერანებზე; ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეებზე, დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (დედა, მამა, მეუღლე, შვილები); მრავალშვილიან (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებზე; ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეებზე; უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტზე; უსახლკაროებზე; მარტოხელა მშობლებზე და მათ შვილებზე. ასევე მოქალაქეებზე, რომელთა დახმარების საჭიროება დასტურდება შესაბამისი მოკვლევის/დასკვნის საფუძველზე;
ბ) მატერიალური დახმარების მიმღები პირი დახმარების თაობაზე განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 6 (ექვსი) თვისა რეგისტრირებული უნდა იყოს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
გ) „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 6 თვიანი შეზღუდვა არ ვრცელდება 1 (ერთი) წლამდე ბავშვებზე;
დ) კალენდარული წლის განმავლობაში მედიკამენტოზური, ოპერაციული და სხვა ფორმით მკურნალობისათვის სარეზერვო ფონდიდან ერთ პირზე გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 (ექვსი ათასი) ლარს;
ე) კალენდარული წლის განმავლობაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფ პირთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის სარეზერვო ფონდიდან ერთ პირზე გაცემული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 500 (ხუთასი) ლარს.