ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-90 |
|
2014 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
ა) რეზიდენტი საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის – მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს;
ბ) არარეზიდენტი საწარმოსთვის – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების - მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობისა და (მათ შორის, იჯარით, ქირით, უზუფრუქტით, ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ქონების) საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 1%-ს.
გ) სალიზინგო კომპანიისთვის ლიზინგის მთელი პერიოდის განმავლობაში მის მიერ დასაბეგრი ქონების ლიზინგით პირველად გაცემის მომენტისთვის არსებული საბალანსო საწყისი ღირებულების 0,6 პროცენტს;
დ) ფიზიკური პირისთვის: საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მათ შორის, დაუმთავრებელი მშენებლობის, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილის), იახტების (კატარღების) თვითმფრინავების, შვეულმფრენების; არარეზიდენტისგან ლიზინგით მიღებული ქონების; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში მის ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების და მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების; პირის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებული გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებული ქონების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი ხელშეკრულების საფუძველზე) – დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ოდენობა დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და შეადგენს:
დ.ა) 100000 (ასი ათასი) ლარამდე შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,2%-ს;
დ.ბ) 100000 (ასი ათასი) ლარი და/ან მეტი შემოსავლების მქონე ოჯახებისთვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,8 %-ს.
ა) გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთი განისაზღვროს ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარის ოდენობით;
ბ) კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის წლიური განაკვეთის დადგენისას, ამ მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა განისაზღვრება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების საზღვრების დადგენის და შესაბამისი ღონისძიებების გატარების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-41 დადგენილებით დამტკიცებული „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების -რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების აღწერის“ და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბერის №16-35 დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიული ერთეულების-უბნების საზღვრების აღწერის“ საფუძველზე;
გ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვრება №2 დანართის შესაბამისად.
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე (გარდა მრავალბინიანი სახლებისა) მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი;
გ) ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთის სრული ფართობი (გარდა იმ ავტოფარეხებისა, რომლებიც გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის).
|
დანართი №1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში ა) სათიბების და საძოვრებისთვის (ბუნებრივი და გაკულტურებული):
ბ) სახნავისთვის (მათ შორის: მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსთვის:
დანართი №2 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ტერიტორიული კოეფიციენტი და გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე (ლარებში)
შენიშვნა: წლიური განაკვეთის ოდენობა მრგვალდება მეასედამდე.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი გადასახადის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 93-ე მუხლის პირველი პუნქტის; საქართველოს კანონის „საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს ადგილობრივი გადასახადი – ქონების გადასახადი.2.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასაბეგრი ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი შეადგენს:3.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი მიწის ერთ ჰექტარზე განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.