ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.07.2024 ბოლო ცვლილება 22.08.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№35
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.125.016532
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/07/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №35

2024 წლის 24 ივლისი

ქ. ტყიბული

 

ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და „ნორმატიული  აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს  ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1.   დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 (ოცი ათასი) ლარი;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2000  (ორი ათასი) ლარი;

გ) თითოეულ  წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10 %;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე: სამორინის, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის თამაშობებზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

ე) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის  10 %;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე – კვარტალში 10 000 (ათი ათასი) ლარი;

ზ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 14 000 (თოთხმეტი ათასი) ლარი.

2. თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 3
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ანგარიშგებისა და გადახდის წესის განისაზღვრება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით.
მუხლი 4
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ტყიბულის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 5
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 16 მარტის  №51 დადგენილება „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“.
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსებ რობაქიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.08.2024.
როდის იქნა მიღებული „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
„ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 24.07.2024. მიმღები ორგანო — ტყიბულის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №35. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.125.016532.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 22.08.2024-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“, №35, 24.07.2024, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016532 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6233239/