ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
31.01.2018 ბოლო ცვლილება 03.07.2024
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
210070000.35.117.016384
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/02/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2018 წლის 31 იანვარი

ქ. ამბროლაური

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი  მოსაკრებლების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-3 მუხლის პირველი  და მე-5 პუნქტების, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის, მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი:

ა) მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის;

ბ) სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

მუხლი 2
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა)  ნებართვისათვის მოსაკრებელის ოდენობა განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.

2. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს სახეობების მიხედვით:

ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე – კვარტალში – 20 000 (ოცი ათასი) ლარით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში – 2000 (ორი ათასი) ლარით;

გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით;

ე) ლატარიის მოწყობაზე – ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%;

ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული,  სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული  ან/და მომგებიანი  თამაშების თითოეულ სალაროზე – კვარტალში 1 500 (ათას ხუთასი) ლარით.

მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 05/02/2015წ; სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.172.016069);

ბ) „ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების შესახებ“ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 7 ოქტომბრის №35 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 13/10/2014წ; სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.117.016213).

მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ვაჩაძე