ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2015 წლის 30 იანვარი ქ. ამბროლაური |
ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ” ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-5 და მე-6 მუხლების, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შემოღებულ იქნეს ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებელი:
ა)
მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისთვის;
ბ)
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2
1.
მოსაკრებელის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით.
2.
მოსაკრებლის ოდენობა სათამაშო ბიზნესის განისაზღვროს სახეობების მიხედვით:
ა)
სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე - კვარტალში -15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარით;
ბ)
თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში - 1 500 (ათას ხუთასი) ლარით;
გ)
თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო ფონდის 10%;
დ)
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე - კვარტალში 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარით;
ე)
ლატარიის მოწყობაზე - ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არაუმეტეს 20%;
ვ)
აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების თითოეულ სალაროზე - კვარტალში 1 000 (ერთი ათასი) ლარით.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ მიღებულია 30.01.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 210070000.35.172.016069.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 31.01.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსაკრებლების შემოღების შესახებ“, №7, 30.01.2015, სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.172.016069 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2707809/