1. ხელშემკვრელი სახელმწიფო მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ გამოიყენებს დებულებებს, რომლებიც საერთოდ გამოიყენება უცხოელთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონვენცია შეიცავს უფრო ხელსაყრელ დებულებებს.

2. სამწლიანი ცხოვრების შემდეგ მოქალაქეობის არმქონე ყველა პირი გათავისუფლდება კანონმდებლობით დადგენილ ნაცვალგების პრინციპისაგან ხელშემკვრელი სახელმწიფოების ტერიტორიაზე.

3. ყველა ხელშემკვრელი სახელმწიფო შეუნარჩუნებს მოქალაქეობის არმქონე პირებს იმ უფლებებსა და სარგებელს, რომლებზეც ისინი იყვნენ უფლებამოსილნი, ნაცვალგების არსებობის გარეშე, სახელმწიფოსათვის ამ კონვენციის ძალაში შესვლის დღემდე.

4. ხელშემკვრელი სახელმწიფოები გულისხმიერად განიხილავენ შესაძლებლობას, ნაცვალგების არარსებობის შემთხვევაში, მოქალაქეობის არმქონე პირებს მიანიჭონ უფრო მეტი უფლება და სარგებელი, ვიდრე გათვალისწინებულია მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად და გაავრცელონ ნაცვალგებისაგან გათავისუფლება მოქალაქეობის არმქონე იმ პირებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

5. მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები გამოიყენება ამ კონვენციის მე-13, მე-18, მე-19, 21-ე და 22-ე მუხლებით გათვალისწინებული უფლებებისა და სარგებლის მიმართ, ასევე იმ უფლებებისა და სარგებლის მიმართ, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კონვენციი