1. ამ კონვენციის მიზნებისათვის ტერმინი „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს პირს, რომელსაც არც ერთი სახელმწიფო არ მიიჩნევს თავის მოქალაქედ, კანონის მოქმედების შესაბამისად.

2. კონვენცია არ გამოიყენება:

(I) იმ პირების მიმართ, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ორგანოების ან ორგანიზაციების დაცვით, გარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრისა, მანამ სანამ იღებენ ასეთ დაცვას;

(II) იმ პირების მიმართ, რომლებსაც საცხოვრებელი სახელმწიფო ანიჭებს ამ ქვეყნის მოქალაქეობის ფლობასთან დაკავშირებულ უფლებებსა და მოვალეობებს;

(III) იმ პირთა მიმართ, ვისთან დაკავშირებითაც სერიოზული მიზეზი არსებობს, მივიჩნიოთ, რომ:

(ა) მათ ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, ომის დანაშაული ან დანაშაული ადამიანურობის წინააღმდეგ, როგორც ეს განმარტებულია ამ დანაშაულის რეგულირების მიზნით შექმნილი საერთაშორისო ხელშეკრულებებით;

(ბ) მათ ჩაიდინეს არაპოლიტიკური ხასიათის დანაშაული საცხოვრებელი სახელმწიფოს გარეთ, ამ სახელმწიფოში ჩასვლამდე;

(გ) ისინი დამნაშავედ არიან ცნობილნი დანაშაულისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრინციპებსა და მიზნებ