რაც შეეხება განსაკუთრებულ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ქვეყნის მოქალაქეების ან ყოფილი მოქალაქეების, მათი ქონებისა და ინტერესების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი სახელმწიფოები არ გამოიყენებენ მათი მოქალაქეობის არმქონე პირის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პირი ადრე იყო სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. ის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, რომელთაც კანონმდებლობიდან გამომდინარე არ შეუძლიათ ამ მუხლით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპის გამოყენება, შესაბამის შემთხვევებში, დააწესებენ გამონაკლისებს მოქალაქეობის არმქონე პირების სასარგებლო