1. წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილი მომხმარებელი წარმოადგენდეს:
(a) 2004 წლის 1 ივლისამდე, დირექტივის 96/92/EC მე-19(1)-(3) მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილ მომხმარებელს. ყოველი წლის 31 იანვრამდე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოაქვეყნონ კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც ხდება უფლებამოსილი მომხმარებლების განსაზღვრა;
(b) 2004 წლის პირველი ივლისიდან ყველა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს;
(c) 2007 წლის 1 ივლისიდან ყველა მომხმარებელს.
2. ელექტროენერგიის ბაზრის გახსნისას დისბალანსის თავიდან აცილების მიზნით:
(a) არ უნდა იყოს აკრძალული ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია სხვა წევრი სახელმწიფოს სისტემაში არსებულ უფლებამოსილ მომხმარებელთან, თუ მომხმარებელი მიჩნეულია უფლებამოსილად ორივე მონაწილე სისტემისთვის;
(b) (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ტრანზაქციებზე უარის თქმის შემთხვევაში იმის გამო, რომ მომხმარებელი უფლებამოსილად მიჩნეულია ორიდან მხოლოდ ერთ-ერთი სისტემისთვის, ბაზარზე არსებული სიტუაციისა და საერთო ინტერესების გათვალისწინებით კომისიამ შეიძლება დაავალდებულოს უარის მთქმელი მხარე, რომ დააკმაყოფილოს მიწოდების მოთხოვნა იმ წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, სადაც მდებარეობს უფლებამოსილი მომხმარებელ