1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ გადამცემ და გამანაწილებელ სისტემებზე მესამე მხარის დაშვების სისტემის დანერგვა წინასწარ გაცხადებული ტარიფების საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ყველა უფლებამოსილ მომხმარებელზე და ობიექტურად და დისკრიმინაციის გარეშე ვრცელდება სისტემების მომხმარებლებზე. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ამ ტარიფების ან მათი გაანგარიშების მეთოდოლოგიის დამტკიცება მათ ძალაში შესვლამდე 37-ე მუხლის თანახმად და ტარიფებისა და მეთოდოლოგიების, მხოლოდ მეთოდოლოგიების დამტკიცების შემთხვევაში, გამოქვეყნება მათ ძალაში შესვლამდე.

2. გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა შეიძლება უარი თქვას მის ქსელზე დაშვებაზე საჭირო სიმძლავრის არარსებობის შემთხვევაში. უარი დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი მიზეზებით, განსაკუთრებით მე-3 მუხლის გათვალისწინებით, და ემყარებოდეს ობიექტურ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებს. მარეგულირებელმა ორგანოებმა, წევრი სახელმწიფოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, ან წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ აღნიშნული კრიტერიუმების მუდმივად შესრულება და დავის მოგვარების პროცედურით სარგებლობა იმ სისტემის მომხმარებლების მიერ, რომელთაც უარი ეთქვათ ქსელზე დაშვებაზე. სადაც მიზანშეწონილია და როდესაც ხდება ქსელზე დაშვებაზე უარის თქმა, მარეგულირებელმა ორგანოებმა ასევე უნდა უზრუნველყონ გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება იმ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომლებიც საჭიროა ქსელის გასაძლიერებლად. ინფორმაციის მომთხოვნ მხარეს შეიძლება დაეკისროს ამგვარი ინფორმაციის მიწოდების გადასახადის შესაბამისი საფასურის გადახდ