ამ დირექტივით გათვალისწინებული მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებისას, სხვა შესაბამის სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან მათ შორის, სიტუაციიდან გამომდინარე, სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებთან მჭიდრო კონსულტაციის გზით და მათი კომპეტენციის შეუზღუდავად მარეგულირებელმა ორგანომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა 37-ე მუხლით დადგენილი მისი უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების ფარგლებში შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:

(a) სააგენტოსთან, სხვა წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოებთან და კომისიასთან მჭიდრო თანამშრომლობით გაერთიანების ფარგლებში კონკურენტული, უსაფრთხო და ეკოლოგიურად მდგრადი ელექტროენერგიის შიდა ბაზრისა და გაერთიანების ფარგლებში ყველა მომხმარებლისთვის და მიმწოდებლისთვის ბაზრის ეფექტური გახსნის ხელშეწყობა, და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ელექტროენერგიის ქსელების ეფექტური და საიმედო მუშაობისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა;

(b) გაერთიანების ფარგლებში კონკურენტული და სათანადოდ ფუნქციონირებადი რეგიონალური ბაზრების განვითარება (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების მიღწევის კუთხით;

(c) წევრ სახელმწიფოებს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობისას შეზღუდვების აღმოფხვრა, მათ შორის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სათანადო ტრანსსასაზღვრო გადაცემის სიმძლავრის განვითარება და სახელმწიფო ბაზრების ინტეგრაციის გაძლიერება, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს გაერთიანების ფარგლებში ელექტროენერგიის გადაცემას;

(d) ყველაზე რენტაბელური გზით მომხმარებელზე მორგებული უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიანი არადისკრიმინაციული სისტემების შემუშავებაში დახმარება და სისტემის ადეკვატურობის და, ენერგეტიკის ზოგადი პოლიტიკის მიზნების შესაბამისად, ენერგოეფექტურობის, ასევე გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში განახლებადი ენერგიის წყაროებიდან და განაწილებული გენერაციიდან ელექტროენერგიის ფართო და მცირე მასშტაბიანი წარმოების ინტეგრაციის ხელშეწყობა;

(e) ახალი გენერაციის სიმძლავრისთვის ქსელზე დაშვების ხელშეწყობა, განსაკუთრებით ისეთი წინააღმდეგობების აღმოფხვრა რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბაზრის ახალი მონაწილეებისა და განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის დაშვებას;

(f) სისტემის ოპერატორებისა და სისტემის მომხმარებლების სათანადო გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტიმულირება სისტემის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისა და ბაზრის ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით;

(g) მომხმარებლების მიერ თავიანთი სახელმწიფო ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებით სარგებლობა, ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობა და მომხმარებელთა დაცვის უზრუნველყოფაში დახმარება;

(h) ელექტროენერგიის მიწოდების უნივერსალური და საჯარო მომსახურების მაღალი სტანდარტის მიღწევაში დახმარება, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვასა და მომხმარებელთა გადართვისათვის საჭირო მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის უზრუნველყოფაში მონაწილეობ