1. წევრ სახელმწიფოებს ან მათ მიერ დანიშნულ ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, მათ შორის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოებს, საკუთარი ფუნქციების განსახორციელებლად, საჭიროებისამებრ, უნდა ჰქონდეთ ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ანგარიშებზე დაშვების უფლება 31-ე მუხლის თანახმად.
2. წევრმა სახელმწიფოებმა ან მათ მიერ დანიშნულმა ნებისმიერმა კომპეტენტურმა ორგანომ, მათ შორის მარეგულირებელმა ორგანოებმა, უნდა დაიცვან კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება, თუ ეს საჭიროა კომპეტენტური ორგანოების მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლა