1. წევრმა სახელმწიფოებმა შესაძლოა უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ იმ სისტემის კლასიფიცირება, რომელიც ანაწილებს ელექტროენერგიას გეოგრაფიულად შეზღუდულ სამეწარმეო, კომერციულ ან საერთო მომსახურების ადგილებში და, მე-4 აბზაცის შეუზღუდავად, როგორც დახურული გამანაწილებელი სისტემა არ ახორციელებს ელექტროენერგიის მიწოდებას საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, თუ:

(a) კონკრეტული ტექნიკური და უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ამ სისტემის მომხმარებელთა ოპერაციები ან წარმოების პროცესი ინტეგრირებულია; ან

(b) ეს სისტემა უნაწილებს ელექტროენერგიას ძირითადად სისტემის მფლობელს ან ოპერატორს ან მათთან დაკავშირებულ საწარმოს.

2. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება უზრუნველყონ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების მიერ დახურული გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის გათავისუფლება:

(a) 25(5)-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან, რომელიც ითვალისწინებს იმ ენერგიის შესყიდვას, რომელსაც ის იყენებს სისტემაში ელექტროენერგიის დანაკარგების დასაფარად და გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე, არადისკრიმინაციული და საბაზრო პროცედურების თანახმად;

(b) 32(1)-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნებისგან, რომლის თანახმადაც ტარიფები ან მათი გამოთვლის მეთოდოლოგიები დამტკიცებულია მათ ძალაში შესვლამდე 37-ე მუხლის თანახმად.

3. მე-2 აბზაცის თანახმად გამონაკლისის დაშვების შემთხვევაში შესაბამისი ტარიფები ან მათი გამოსათვლელი მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს და დამტკიცდეს 37-ე მუხლის თანახმად დახურული გამანაწილებელი სისტემის მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე.

4. შემთხვევითმა გამოყენებამ მცირე რაოდენობის საოჯახო მეურნეობების მიერ, რომლებიც დასაქმებულნი არიან ან მსგავსი ურთიერთობა გააჩნიათ გამანაწილებელი სისტემის მფლობელთან და რომლებიც განთავსებულნი არიან იმ ზონაში, რომელსაც ემსახურება დახურული გამანაწილებელი სისტემა, არ უნდა შეზღუდონ მე-2 აბზაცით გათვალისწინებული გამონაკლისის დაშვებ