1. ყოველ წელს ყველა შესაბამის დაინტერესებულ პირთან კონსულტაციის შემდეგ გადამცემი სისტემის ოპერატორებმა მარეგულირებელ ორგანოს უნდა წარუდგინონ ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა არსებული და საპროგნოზო მიწოდებისა და მოთხოვნის მონაცემებზე დაყრდნობით. ქსელის განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს ეფექტიან ღონისძიებებს სისტემის ადეკვატურობისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

2. კერძოდ, ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა:

(a) ბაზრის მონაწილეებს უნდა მიუთითებდეს ელექტროენერგიის გადაცემის ძირითადი ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც უნდა შეიქმნას ან განახლდეს მომავალი 10 წლის განმავლობაში;

(b) უნდა მოიცავდეს ყველა ინვესტიციას, რომელზეც გადაწყვეტილება იქნა მიღებული და განსაზღვრავდეს ახალ ინვესტიციებს, რომელიც უნდა განხორციელდეს მომავალი 3 წლის განმავლობაში; და

(c) უნდა განსაზღვრავდეს ყველა საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვადებს.

3. ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შემუშავებისას გადამცემი სისტემის ოპერატორმა უნდა გააკეთოს გონივრული დაშვებები გენერაციის, მიწოდების, მოხმარებისა და სხვა ქვეყნებთან ელექტროენერგიის გაცვლის შესახებ, რეგიონალური და გაერთიანების ქსელებისთვის განკუთვნილი საინვესტიციო გეგმების გათვალისწინებით.

4. მარეგულირებელმა ორგანომ ღია და გამჭვირვალე გზით უნდა გაიაროს კონსულტაციები სისტემის ყველა არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმასთან დაკავშირებით. პირებს ან საწარმოებს, რომლებიც აცხადებენ, რომ არიან სისტემის პოტენციური მომხმარებლები, შესაძლოა დასჭირდეთ ასეთი განცხადებების დასაბუთება. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა გამოაქვეყნოს კონსულტაციის პროცესის შედეგი, განსაკუთრებით კი ინფორმაცია შესაძლო საინვესტიციო საჭიროებების შესახებ.

5. მარეგულირებელმა ორგანომ უნდა შეამოწმოს მოიცავს თუ არა ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა კონსულტაციის პროცესში გამოკვეთილ ყველა საინვესტიციო საჭიროებას და შეესაბამება თუ არა ის რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-8(3)(b) მუხლით გათვალისწინებულ გაერთიანების ფარგლებში მოქმედ, არასავალდებულო, ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმას (შემდგომში – გაერთიანების ფარგლებში მოქმედი ქსელის განვითარების გეგმა). გაერთიანების ფარგლებში მოქმედ ქსელის განვითარების გეგმასთან შესაბამისობის თვალსაზრისით ეჭვის წარმოქმნის შემთხვევაში, მარეგულირებელმა ორგანომ ამის თაობაზე კონსულტაციები უნდა გაიაროს სააგენტოსთან. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება მოსთხოვოს გადამცემი სისტემის ოპერატორს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის შეცვლა.

6. მარეგულირებელმა ორგანომ მონიტორინგი უნდა გაუწიოს და შეაფასოს ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა.

7. იმ შემთხვევაში, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი არ ახორციელებს ინვესტიციას, რომელიც ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმის თანახმად უნდა განხორციელებულიყო მომდევნო სამი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიმუმ ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი ზომის მიღება აღნიშნული ინვესტიციის განსახორციელებლად, თუ ეს ინვესტიცია კვლავ შეესაბამება უახლესი ქსელის განვითარების 10-წლიან გეგმას:

(a) მოსთხოვოს გადამცემი სისტემის ოპერატორს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელება;

(b) ორგანიზება გაუწიოს სატენდერო პროცედურას, რომელიც ღია იქნება ნებისმიერი ინვესტორისათვის ხსენებული ინვესტიციის განსახორციელებლად; ან

(c) დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი საჭირო ინვესტიციების დასაფინანსებლად დათანხმდეს კაპიტალის გაზრდას და დაუშვას დამოუკიდებელი ინვესტორების მონაწილეობა კაპიტალში.

თუ მარეგულირებელი ორგანო გამოიყენებს პირველი ქვეაბზაცის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას, მან შეიძლება დაავალდებულოს გადამცემი სისტემის ოპერატორი დათანხმდეს ერთ ან რამდენიმე შემდეგ პირობას:

(a) მესამე მხარის მიერ დაფინანსებას;

(b) მესამე მხარის მიერ ობიექტების მოწყობას;

(c) მის მიერ შესაბამისი ახალი აქტივების შექმნას;

(d) მის მიერ შესაბამისი ახალი აქტივების ოპერირებას.

გადამცემი სისტემის ოპერატორმა ინვესტორებს უნდა მიაწოდოს ინვესტიციის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაცია, მიაერთოს ახალი აქტივები გადამცემ ქსელზე და ზოგადად, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს საინვესტიციო პროექტის განხორციელებას.

შესაბამისი ფინანსური ღონისძიებები უნდა ექვემდებარებოდეს მარეგულირებელი ორგანოს თანხმობას.

8. თუ მარეგულირებელმა ორგანომ გამოიყენა მე-7 აბზაცის პირველი ქვეაბზაცით გათვალისწინებული უფლებამოსილება, სათანადო სატარიფო რეგულაციებში გათვალისწინებული უნდა იყოს შესაბამისი საინვესტიციო ხარჯებ