1. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს მინიმუმ მისი სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციისა და გადაწყვეტილების მიღების კუთხით სხვა საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება განაწილებას. ამ წესებმა არ უნდა წარმოქმნას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსგან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის აქტივების ქონებრივი გამოყოფის ვალდებულება.

2. პირველი აბზაცით გათვალისწინებული მოთხოვნების გარდა, თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი არის ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილი, ის დამოუკიდებელი უნდა იყოს ორგანიზაციის და გადაწყვეტილების მიღების კუთხით იმ საქმიანობისგან, რომელიც არ უკავშირდება განაწილებას. ამ მიზნის მისაღწევად, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი მინიმალური კრიტერიუმები:

(a) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირები არ უნდა მონაწილეობდნენ იმ ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოს სტრუქტურაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის პასუხისმგებელი ელექტროენერგიის გენერაციის, გადაცემის ან მიწოდების ყოველდღიურ ოპერაციებზე;

(b) უნდა მოხდეს სათანადო ზომების მიღება, რომლებიც უზრუნველყოფს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მართვაზე პასუხისმგებელი პირების პროფესიული ინტერესების გათვალისწინებას ისე, რომ მათ შეძლონ დამოუკიდებლად მოქმედება;

(c) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს უნდა ჰქონდეს ეფექტური გადაწყევტილების მიღების უფლებები ინტეგრირებული ელექტროენერგეტიკული საწარმოსაგან დამოუკიდებლად, ქსელის მუშაობისთვის, ტექნიკური უზრუნველყოფის ან განვითარებისათვის საჭირო აქტივებთან მიმართებაში. ამ ამოცანათა შესრულების მიზნით, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განკარგულებაში უნდა იყოს სათანადო რესურსები, მათ შორის ადამიანური, ტექნიკური, ფიზიკური და ფინანსური რესურსები. აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს სათანადო მაკოორდინირებელი მექანიზმების არსებობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს დამფუძნებელი კომპანიის მიერ შვილობილ საწარმოში ეკონომიკური და მართვის საზედამხედველო უფლებების დაცვა აქტივებზე უკუგების კუთხით, რომელიც არაპირდაპირ რეგულირდება 37(6)-ე მუხლის შესაბამისად. განსაკუთრებით, აღნიშნულმა შესაძლებლობა უნდა მისცეს დამფუძნებელ კომპანიას დაამტკიცოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის ყოველწლიური ფინანსური გეგმა ან ნებისმიერი ეკვივალენტური დოკუმენტი, და დააწესოს მისი შვილობილი საწარმოს დავალიანების დონის საერთო ზღვარი. აღნიშნული საშუალებას არ უნდა აძლევდეს დამფუძნებელ კომპანიას გასცეს მითითებები ყოველდღიურ საქმიანობასთან ან ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება გამანაწილებელი ხაზების მოწყობას ან განახლებას, რომელიც არ სცდება დამტკიცებული ფინანსური გეგმის ან ნებისმიერი მსგავსი დოკუმენტის პირობებს;

(d) გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა უნდა შეიმუშავოს შესაბამისობის პროგრამა, რომელიც ადგენს ზომებს დისკრიმინაციული ქცევის თავიდან ასაცილებლად და ამ პროგრამის შესრულების სათანადო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად. შესაბამისობის პროგრამით უნდა განისაზღვროს ამ მიზნის მისაღწევად თანამშრომელთა კონკრეტული ვალდებულებები. წლიური ანგარიში, რომელიც მოიცავს გატარებულ ზომებს, უნდა წარედგინოს შესაბამისობის პროგრამის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანოს, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტის მიერ 35(1)-ე მუხლით გათვალისწინებულ მარეგულირებელ ორგანოს, და უნდა გამოქვეყნდეს. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტი უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი და საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად ხელი უნდა მიუწვდებოდეს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისა და მისი ნებისმიერი შვილობილი საწარმოს ყველა საჭირო ინფორმაციაზე.

3. თუ გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, წევრმა სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის საქმიანობის მონიტორინგი მარეგულირებელი ორგანოების ან სხვა კომპეტენტური ორგანოების მიერ ისე, რომ მან არ ისარგებლოს ვერტიკალური ინტეგრაციით კონკურენციისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, ვერტიკალურად ინტეგრირებულმა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორმა კომუნიკაციისა და ბრენდირების დროს არ უნდა შექმნას გაურკვევლობა ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს მიწოდების სტრუქტურული ერთეულის ცალკე არსებობასთან მიმართებაში.

4. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ არ გამოიყენონ პირველი, მეორე და მესამე აბზაცების დებულებები ინტეგრირებულ საწარმოებზე, რომლებიც მომსახურებას უწევენ ქსელზე მიერთებულ 100 000-ზე ნაკლებ მომხმარებელს ან მცირე იზოლირებულ სისტემებ