1. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის საქმიანობა გამომდინარეობს ქსელის დატვირთვის ზრდის პროგნოზიდან და ითვალისწინებს შესაბამისი ღონისძიებების გატარების დაგეგმვას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეების ხარისხიანი და საიმედო ელექტრომომარაგება.

2. გამანაწილებელი ქსელის განვითარების დაგეგმვის წესის (შემდგომში – გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესი) მიზანია:

ა) გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის პროცედურების, ტექნიკური მოთხოვნებისა და ვალდებულებების განსაზღვრა გამანაწილებელი ქსელის განვითარების (ქსელის დაპროექტება, მშენებლობა, რეკონსტრუქცია და გაფართოება) კოორდინაციის უზრუნველსაყოფად;

ბ) გამანაწილებელი ქსელის  დაგეგმვის პრინციპებისა და კრიტერიუმების განსაზღვრა ქსელის უსაფრთხო და ეკონომიური ფუნქციონირების, აგრეთვე მომსახურების ხარისხის სტანდარტების სათანადო დონის  უზრუნველსაყოფად;

გ) დაგეგმვისათვის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ვალდებულებისა და პროცედურის განსაზღვრა სისტემის ოპერატორს, გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლესა და მაძიებელს შორის;

დ) განაწილების სისტემის ოპერატორებსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის დაგეგმვასთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და ურთიერთობის პროცედურების განსაზღვრა;

ე) ხელი შეუწყოს განაწილების სისტემის ოპერატორის მიერ ქსელის განვითარებას საიმედოობისა და ეკონომიურობის პრინციპების გათვალისწინებით.

3. გამანაწილებელი ქსელის დაგეგმვის წესის მოქმედება ვრცელდება  გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებზე, მაძიებლებსა და განაწილების სისტემის ოპერატორებზ