1. სტრატეგიულ გეგმებს განეკუთვნება:

ა) საქართველოს ენერგეტიკის სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით, დარგის განვითარების სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და სტრატეგიით განსაზღვრული მიზნები და სამოქმედო გეგმები (მათ შორის, გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა);

ბ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ელექტროენერგეტიკული ბალანსები;

გ) გარემოსდაცვითი კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებები;

დ) ადამიანის ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები;

ე) საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები.

2. სისტემის ოპერატორი ვალდებულია გაითვალისწინოს სტრატეგიული გეგმებით განაწილების სფეროს განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებები და მიმართულებები საკუთარი ხუთწლიანი გეგმის მომზადებისა