1. ხუთწლიანი გეგმის შემუშავების მიზნებისათვის 1 კვ ძაბვაზე უფრო მაღალ საფეხურზე მიერთებულმა გამანაწილებელი ქსელით მოსარგებლეებმა სისტემის ოპერატორის მიერ მოთხოვნილ ვადებში უნდა მიაწოდონ დაგეგმვის მონაცემები წესებისა და ქსელის წესების შესაბამისად. აღნიშნული ინფორმაცია სხვა მონაცემებთან ერთად უნდა მოიცავდეს გრძელვადიან პერიოდში საპროგნოზო მოხმარებისა და დატვირთვის მონაცემებს.
2. ახალი ელექტროსადგური და 35-110 გამანაწილებელ ქსელთან მიერთების მაძიებელი ვალდებულია მიერთების განაცხადთან ერთად (ან მიერთების განაცხადით) სისტემის ოპერატორს მიაწოდოს დაგეგმვისათვის საჭირო მონაცემები (სიმძლავრის ათვისების გრაფიკი) მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის.
3. 35-110 კვ ძაბვის საფეხურზე მიერთებული მომხმარებელი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მსხვილი მომხმარებლები (ყველა ძაბვაზე) ვალდებული არიან სისტემის ოპერატორს გადასცენ მომდევნო ხუთი წლის პროგნოზი დატვირთვისა და მოხმარების შესახებ გამანაწილებელ ქსელთან მიერთების თითოეული წერტილისათვის. პროგნოზის პირველი წელი უნდა იყოს ჩაშლილი თვეების მიხედვით, ხოლო დარჩენილი ოთხი წელი უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წლიური მონაცემით.
4. სისტემის ოპერატორმა უნდა დაახარისხოს დაგეგმვის მონაცემები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ა) საპროგნოზო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტროენერგიის მოხმარებასა და სიმძლავრის დატვირთვასთან დაკავშირებულ პროგნოზს მომდევნო ხუთწლიანი პერიოდისათვის;
ბ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების შეფასებითი ან საპროექტო მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის მიერ დაგეგმილი ახალი ელექტრომოწყობილობა-დანადგარების პარამეტრების საპროექტო ან შეფასებით მონაცემებს, რომლებიც უნდა წარმოადგინონ მაძიებლებმა მიერთების შეთავაზების მიღების შემდეგ;
გ) ელექტრომოწყობილობა-დანადგარების რეგისტრირებული/საპასპორტო მონაცემები ან შესაბამისი აქტით დადასტურებული ფაქტობრივი მონაცემები – აღნიშნული მონაცემები მოიცავს მოსარგებლის ან მაძიებლის ელექტრომოწყობილობა-დანადგარების დაზუსტებულ/საპასპორტო პარამეტრებს.
5. დაგეგმვის მონაცემებში ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის შესახებ სისტემის ოპერატორს. შეტყობინებაში უნდა იყოს მითითებული დრო და პერიოდი, როდესაც ცვლილებას ჰქონდა ან ექნება ადგილი, ასევე მისი გამომწვევი მიზეზებ